4 resultados para 128-798
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
აკუტაგავა რიუნოსკე (1892 – 1927) იაპონელი მწერლებიდან პირველთაგანია, ვინც გაილაშქრა ლიტერატურაში წმინდა ნატურალიზმის წინააღმდეგ. თავისი შემოქმედებით ლიტერატურა მან გაუთანაბრა ნამდვილ ხელოვნებას. ნაწარმოების ისტორიული ხასიათი, პირობითობა, ფანტასტიკურობამდე მისული, ლამის გაზღაპრებული სიუჟეტი საოცარ რეალურობას ანიჭებს მონათხრობს . მწერალს თითქმის ყოველთვის გმირის მორალური სახე, მისი შინაგანი სამყარო აინტერესებს და მისგან ზნეობრივ სრულყოფას ითხოვს. აკუტაგავას ლიტერატურული მოღვაწეობა სულ თერთმეტ წელს მოიცავს. ამ მოკლე დროის მეორე ნახევარში მწერალი ქმნიდა აბსტრაქტული ფსიქოლოგიზმისაგან თავისუფალ, თანამედროვე ადამიანთა სახეებს, შეულამაზებლად, ისეთს როგორნიც იყვნენ სინამდვილეში. ადამიანის უზომო სიყვარული, მის ბედზე წუხილი - აი რა არის აკუტაგავს მთელი შემოქმედების საწყისი და სასრული. აკუტაგავამ, ახალი იაპონური ლიტერატურის უკანასკნელმა კლასიკოსმა, თავი მოიკლა 1927 წელს, 35 წლის ასაკში. იაპონიაში დაწესებულია აკუტაგავას სახელობის პრემია, რომელსაც ყოველწლიურად ანიჭებენ ახალგაზრდა მწერლებს.
Resumo:
მაგნიტური ველის გაძლიერებას („დინამო“- ეფექტი) გარდამავალი არის ფოკალურ ნაწილში, რომელიც გაიგივებულია ჩაპლიგინის მდგარ ზონასთან, ხელს უწყობს მზის ქარის მაგნიტური სიბლანტე.
Resumo:
I წიგნი I-II+ 1 r – 128r Inc. დასადებლნი ადგომისანი Des. და იტყოდეს ოსანა მაღალთა შინა კხლ ხრ შნ მაცხოვარო ჩნო; II წიგნი 128 v - 254 v Inc. ბაიაჱ აქნდა ყრმებსა მას ძლევისა Des. ივანე კუმურდოელი, ქნ შეიწყალენ, ამენ.; ნაკლული, აკლია პირველი რვეული მთლიანად, მეორე რვეულიდან შემორჩენილია 6 ფურცელი. რვეულებრივი აღრიცხვა გასდევს 22 რვეულის ფარგლებში, ბოლო 10 ფურცელზე პაგინაცია არ იძებნება, რვეულების უმეტესობა რვაფურცლიანია, გარდა 5 (9 ფურცლიანი), 19 (7 ფურცლიანი) და 22 (6 ფურცლიანი) რვეულებისა.