მოთხრობები
Data(s) |
27/11/2012
27/11/2012
27/11/2012
|
---|---|
Resumo |
აკუტაგავა რიუნოსკე (1892 – 1927) იაპონელი მწერლებიდან პირველთაგანია, ვინც გაილაშქრა ლიტერატურაში წმინდა ნატურალიზმის წინააღმდეგ. თავისი შემოქმედებით ლიტერატურა მან გაუთანაბრა ნამდვილ ხელოვნებას. ნაწარმოების ისტორიული ხასიათი, პირობითობა, ფანტასტიკურობამდე მისული, ლამის გაზღაპრებული სიუჟეტი საოცარ რეალურობას ანიჭებს მონათხრობს . მწერალს თითქმის ყოველთვის გმირის მორალური სახე, მისი შინაგანი სამყარო აინტერესებს და მისგან ზნეობრივ სრულყოფას ითხოვს. აკუტაგავას ლიტერატურული მოღვაწეობა სულ თერთმეტ წელს მოიცავს. ამ მოკლე დროის მეორე ნახევარში მწერალი ქმნიდა აბსტრაქტული ფსიქოლოგიზმისაგან თავისუფალ, თანამედროვე ადამიანთა სახეებს, შეულამაზებლად, ისეთს როგორნიც იყვნენ სინამდვილეში. ადამიანის უზომო სიყვარული, მის ბედზე წუხილი - აი რა არის აკუტაგავს მთელი შემოქმედების საწყისი და სასრული. აკუტაგავამ, ახალი იაპონური ლიტერატურის უკანასკნელმა კლასიკოსმა, თავი მოიკლა 1927 წელს, 35 წლის ასაკში. იაპონიაში დაწესებულია აკუტაგავას სახელობის პრემია, რომელსაც ყოველწლიურად ანიჭებენ ახალგაზრდა მწერლებს. |
Identificador | |
Idioma(s) |
ka_Ge |
Palavras-Chave | #მოთხრობები |
Tipo |
Book |