991 resultados para kiln atmosphere
Resumo:
ჩატარებულია ჰაერის ელექტროგამტარობის საშუალო თვიური მნიშვნელობების, როგორც ატმოსფეროს სისუფთავის ფაქტორის, ცვალებადობის გამოკვლევა და შეფასებულია მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
Resumo:
მინარევის გადატანა – დიფუზიის განტოლების რიცხვითი ინტეგრირების საშუალებით გამოკვლეულია ატმოსფეროში პასიური დამაბინძურებელი ნივთიერების შესაძლო გავრცელება კავკასიის რეგიონის ატმოსფეროსათვის დამახასიათებელი ოთხი ძირითადი ტიპის ონური დინების შემთხვევაში. მოდელირებისათვის აუცილებელი მეტეოროლოგიური ველების მნიშვნელობები გამოითვლებიან კავკასიაში ატმოსფერული პროცესების განვითარების რეგოინალური მოდელის საშუალებით. ნაჩვენებია, რომ რეგიონის რელიეფი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დამაბინძურებელი ნივთიერების გავრცელებაზე ატმოსფეროს სასაზღვრო ფენაში. შედგენილია მაქსიმალური კონცენტრაციების შესაძლო გადაადგილების სქემა დამაბინძურებელი ნივთიერების ღრუბლის სხვადასხვა საწყისი მდებარეობის შემთხვევაში.
Resumo:
წყლის დონის ვარიაციები ღრმა ჭაბურღილებში ახსნილია ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორების გავლენით. მოყვანილია ატმოსფერული წნევის მიმოქცევით ვარიაციებზე და ორივეს წყლის დონეზე გავლენის თეორიული მოდელი.
Resumo:
შეფასებულია ატმოსფეროში გოგირდის ორჟანგის, ოზონისა და რადონის გავლენა ატმოსფეროში მეორადი აეროზოლების წარმოქმნაზე. ჩატარებულია მინერალური აეროზოლების, ოზონისა და რადონის როლის შეფასება აეროზული ოპტიკური სიმკვრივის ვარიაციებში. ნაჩვენებია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში რადონი და ტროპოსფერული ოზონი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მეორადი აეროზოლების წარმოქნაში.
Resumo:
წარმოდგენილია ქ. თბილისში ატმოსფეროს აეროზოლური გაჭუჭყიანების კვლევის ზოგიერთი შედეგი. გამოკვლევები ჩატარებულია უკანასკნელ წლებში გეოფიზიკის ინსტიტუტში.
Resumo:
კინეტიკური ენერგიის, წნევის და ტემპერატურის ფლუქტუირებადი ველებისათვის შემოთავაზებულია ტურბულენტური ნეიტრალური და გამტარი ატმოსფეროს განზოგადებული ნახევრადემპირიული თეორია. ტურბულენტური არე განიხილება როგორც ტივტივის და ალფვენის ტალღების ანსამბლი. ინერციული ინტერვალებისათვის მიღებული გამოსახულებები საშუალებას იძლევა ატმოსფეროში სხვადასხვა დამყარებული რეჟიმისათვის დადგინდეს ჩვეულებრივი და მაგნიტური ტივტივების ქვეარეების მიერ სათანადო ინერციული ინტერვალების გადაფარვის ხარისხი.
Resumo:
ორიგინალურ და ცნობილ ინტერპოლაციურ ფორმულებზე დაყრდნობით გაანალიზებულია ფაზური სივრცის ქვეფენებს შორის გარდამავალ არეებში სპექტრალური ფუნქციების სიმკვრივეების ყოფაქცევის თავისებურებანი ნეიტრალურ და გამტარ ატმოსფეროს შემთხვევაში. რიცხვითი გამოთვლების შედეგები წარმოდგენილია გრაფიკების სახით.
Resumo:
В монографии приведены результаты многолетних полевых, лабораторных и теорических исследований распределения естественных и искусственных аэрозолей в атмосфере и облаках и их роли в образовании леденых зародышей.
Resumo:
In Tbilisi according to the data of the complex monitoring of light ions concentration, radon and sub-micron aerosols the effect of feedback of intensity of ionizing radiation with the light ions content in atmosphere is discovered.
Resumo:
შესწავლილია წალკაში (ეკოლოგიურად სუფთა მაღალმთიანი რაიონი საქართველოში) ატმოსფეროს აეროზოლური ოპტიკური სისქის და კისლოვოდსკში ატმოსფეროს გამჭვირვალობის კოეფიციენტის მნიშვნელობების სტატისტიკური სტრუქტურა 1941-1990 წწ.
Resumo:
შესწავლილია თბილისში ატმოსფეროს აეროზოლური ოპტიკური სისქის და კისლოვოდსკში ატმოსფეროს გამჭვირვალობის კოეფიციენტის მნიშვნელობების დროითი რიგების სტატისტიკური სტრუქტურა 1941-1990 წწ.
Resumo:
წარმოდგენილია მონაცემები თბილისის ჰაერის მიწისპირა ფენაში 2010-2011 წწ. 0.1 მკმ-ზე მეტი ზომის სუბმიკრონული აეროზოლების თვლადი კონცენტრაციის შესახებ.შესწავლილია ატმოსფეროში აეროზოლების კონცენტრაციის თვიური და დღიური სვლა. აგებულია აეროზოლების კონცენტრაციის განაწილების ფუნქცია წლის სხვადასხვა სეზონისათვის.
Resumo:
სეტყვის პროცესების წლიური ინტენსიურობა კახეთში არსებითად არის დამოკიდებული ჰაერის აეროზოლურ დაბინძურებაზე და ამ დამოკიდულობას გააჩნია საკმაოდ რთული ხასიათი. მთლიანობაში ჰაერის არარადიოაქტიური აეროზოლური დაბინძურების ზრდას მივყევართ სეტყვის მოსვლის ინტენსივობის ზრდისაკენ და შესაბამისად, სეტყვის საწინააღმდეგო ზემოქმედების ეფექტურობის შემცირებისაკენ.
Resumo:
გეოფიზიკის ინსტიტუტში ატმოსფეროს ფიზიკის დარგში წარმოდგენილია გეოფიზიკის ინსტიტუტში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ატმოსფეროს ფიზიკის დარგში ნამუშევრების მოკლე მიმოხილვა. აღნიშნულია ინსტიტუტის მიღწევები საქართველოში კლიმატის ცვლილების, ატმოსფეროს აეროზოლური და გაზური დაჭუჭყიანების, სეტყვის ღრუბლების რადიოლოკაციურო მახასიათებლების და ა.შ. კვლევებში. შემოთავაზებულია უახლოესი 10 წლისათვის ხსენებული სამუშაოების განვითარების სტრატეგია, რომელიც შეიცავს ფუნდამენტურ, გამოყენებით და ტექნოლოგიურ მიმართულებებს, აგრეთვე სასწავლო-საგანმანათლებლო მოღვაწეობას. გათვალისწინებულია ბუნებრივი და ანტროპოგენური წარმოშობის საშიში მეტეო-გეოფიზიკური პროცესების ნეგატიური ზემოქმედებისაგან ეკოსისტემების მოწყვლადობის შესწავლა, ამ ზემოქმედების ეფექტების შერბილების მეთოდების დამუშავება და სრულყოფა, კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზების ცოდნის გაღრმავება და ამ ცვლილებების პროგნოზირება, სასარგებლო ბიოკლიმატური რესურსების გამოვლენა და სხვა საკითხები.
Resumo:
Roller kiln, radiant tube, roller, heat trensfer, analytical solution, FEM