995 resultados para RU 28318
Resumo:
მოყვანილია მონაცემები სეტყვიანობაზე აღმოსავლეთ საქართველოში და მისგან მიყენებულ ეკონომიკურ ზარალზე 1982, 1984 – 1989 და 2012 წწ. კერძოდ მიღებულია, რომ 100%-ით ყველაზე ხშირად ზარალდებოდა ტერიტორიები ფართობით 5 კმ²-დე (შემთხვევების 82.2%). 11 კმ²-ზე მეტი ფართობის ტერიტორიები ზარალდებოდა დაახლოებით შემთხვევების 10%-ში. თუმცა სეტყვიანობის ამ კატეგორიაზე მოდიოდა ყველაზე მეტი ეკონომიკური ზარალი – 65.7 % საერთო ეკონომიკური ზარალისა.
Resumo:
გეოფიზიკის ინსტიტუტში ატმოსფეროს ფიზიკის დარგში წარმოდგენილია გეოფიზიკის ინსტიტუტში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ატმოსფეროს ფიზიკის დარგში ნამუშევრების მოკლე მიმოხილვა. აღნიშნულია ინსტიტუტის მიღწევები საქართველოში კლიმატის ცვლილების, ატმოსფეროს აეროზოლური და გაზური დაჭუჭყიანების, სეტყვის ღრუბლების რადიოლოკაციურო მახასიათებლების და ა.შ. კვლევებში. შემოთავაზებულია უახლოესი 10 წლისათვის ხსენებული სამუშაოების განვითარების სტრატეგია, რომელიც შეიცავს ფუნდამენტურ, გამოყენებით და ტექნოლოგიურ მიმართულებებს, აგრეთვე სასწავლო-საგანმანათლებლო მოღვაწეობას. გათვალისწინებულია ბუნებრივი და ანტროპოგენური წარმოშობის საშიში მეტეო-გეოფიზიკური პროცესების ნეგატიური ზემოქმედებისაგან ეკოსისტემების მოწყვლადობის შესწავლა, ამ ზემოქმედების ეფექტების შერბილების მეთოდების დამუშავება და სრულყოფა, კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზების ცოდნის გაღრმავება და ამ ცვლილებების პროგნოზირება, სასარგებლო ბიოკლიმატური რესურსების გამოვლენა და სხვა საკითხები.
Resumo:
მოცემულია ფოტოქიმიური სმოგის თანამდევი პროცესების საკვლევი სმოგური კამერის აღწერილობა. მოყვანილია მაღალი კონცენტრაციის ოზონური გარემოს შექმნის მეთოდიკა, წარმოდგენილია სხვადასხვა ტემპერატურის, გამოყოფილი მოცულობის სხვადასხვა სიმაღლის და სხვადასხვა ექსპოზიციის დროს კონცენტრაციის ზრდის და შემცირების გრაფიკები ზემოქმედების გარეშე. ნაჩვენებია ოზონის კონცენტრაციის შექმნის და შემცირების სიჩქარეები, კონცენტრაციის გარკვეული მნიშვნელობების მიღწევის დრო და აგრეთვე მაქსიმალური მიღებული მნიშვნელობები. ნაჩვენებია ფოტოქიმიურ სმოგზე აქტიური ზემოქმედებისათვის სმოგური კამერის გამოყენების შესაძლებლობა.
Resumo:
წარმოდგენილია 2012 წელს ბორჯომის და თბილისის ზოგიერთ საკურორტო და ტურისტულ ზონაში ჩატარებული მსუბუქი აეროიონების შემცველობის კვლევის შედეგები. კერძოდ, მოყვანილია მონაცემები იონების ჯამური კონცენტრაციის შესახებ ბორჯომ-პარკის და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, მდინარე ბორჯომულას ხეობის ჩათვლით. ნაჩვენებია, რომ მდინარის მახლობლად შესაძლებელია საკმარისად მოინახოს ადგილები, რომლებიც გამოსადეგია იონოთერაპიისთვის.
Resumo:
წარმოდგენილია გეოფიზიკის ინსტიტუტის და კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციის და სამკურნალო ტურიზმის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მიერ უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე საქართველოს ბიოკლიმატური რესურსების კვლევის დარგში ერთობლივი სამუშაოების ანალიზი.
Resumo:
Приводятся некоторые результаты анализа данных 2010-2011 гг. о суммарной концентрации легких ионов в Тбилиси в период с 2010 по 2011 гг.
Resumo:
აგებულ იქნა სეტყვის რაოდენობის საშუალო წლიური მნიშვნელობების პერიოდულობის საქართველოს ტერიტორიაზე განაწილების რუკა. საქართველოს 12 ადმინისტრაციული რეგიონისათვის განსაზღვრულ იქნა სეტყვის აქტივობის ცვლილების დიაპაზონები. შესწავლილ იქნა სეტყვიანი დღეების საშუალო წლიური რიცხვის დამოკიდებულება ადგილის სიმაღლეზე.
Resumo:
ორი სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით მოყვანილია ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი ცვლილებების შეფასება თბილისში 2055 წლამდე.
Resumo:
წარმოდგენილია ჰაერის ექვივალენტურ - ეფექტური ტემპერატურის (ჰაერის ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობის და ქარის სიჩქარის კომბინაცია) საშუალო თვიური მნიშვნელობების და მაგნიტური ქარიშხლების თვიური ხანგრძლივობის ქ. თბილისის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის გამოკვლევის შედეგები.
Resumo:
ჩატარებულია ჰაერის ექვივალენტურ - ეფექტური ტემპერატურის (ჰაერის ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობის და ქარის სიჩქარის კომბინაცია) ვარიაციების დაწვრილებითი სტატისტიკური ანალიზი თბილისში 1957 დან 2006 წლამდე პერიოდისათვის.
Resumo:
Для характеристики устойчивости атмосферы, которая определяет приземный ветро-диффузионный перенос загрязняющего аэрозоля, в расчетных схемах переноса примеси вприземной атмосфере предложен «условно - климатический параметр» m, который вычисляется по многолетним климатическим данным. Этот параметр дает адекватную оценку неустойчивости приземного слоя атмосферы в моделях переноса аэрозольной примеси. Он также эффективен для проведения предварительных исследований по оптимальному размещению крупных предприятий с большеобъемными токсичными выбросами в атмосферу. Для конкретных значений характеристик распылителя и рабочей жидкости приведены ориентировочные расчетные величины на основе наших решений, выражающих связь между величиной диаметра капель, вязкости и поверхностного натяжения распыляемого рабочего раствора, с одной стороны и характеристик распылителя и параметров аэродинамических потоков, с другой стороны.
Resumo:
თანამედროვე მეცნიერებისათვის ჯერ კიდევ ბოლომდე გაურკვეველია რეალური საფრთხე ელექტრომაგნიტური გამოსხივების ცოცხალ ორგანიზმებზე ზემოქმედებისა. თემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება მობილური ტელეფონებისა და ერთიანი მსოფლიო საკომუნიკაციო სისტემების სულ უფრო ფართო დამკვიდრებით ყოველდღიურ ცხოვრებაში. ზოგადი დამოკიდებულება ზემოქმედების რისკებისა გამოსხივების პარამეტრებზე ასე თუ ისე ნათელია; არაცალსახია ჯანმრტელობაზე ზემოქმედების გამოვლინებები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვიწოდებს ვიხელმძღვანელოთ „გონიერი შეზღუდვის პრინციპით“.