995 resultados para RU 28318
Resumo:
წარმოდგენილია მონაცემები თბილისის ჰაერის მიწისპირა ფენაში 2010-2011 წწ. 0.1 მკმ-ზე მეტი ზომის სუბმიკრონული აეროზოლების თვლადი კონცენტრაციის შესახებ.შესწავლილია ატმოსფეროში აეროზოლების კონცენტრაციის თვიური და დღიური სვლა. აგებულია აეროზოლების კონცენტრაციის განაწილების ფუნქცია წლის სხვადასხვა სეზონისათვის.
Resumo:
წარმოდგენილია მონაცემები თბილისის ჰაერის მიწისპირა ფენაში 2010-2011 წწ. მსუბუქი იონების ჯამური კონცენტრაციის შესახებ.შესწავლილია ატმოსფეროში მსუბუქი იონების კონცენტრაციის თვიური და დღიური სვლა. აგებულია მსუბუქი იონების კონცენტრაციის განაწილების ფუნქცია წლის სხვადასხვა სეზონისათვის.
Resumo:
ჩატარებულია გეოფიზიკის და ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტების ერთობლივი მრავალწლიანი სამუშაოების ანალიზი საქართველოში ატმოსფერული გამოკვლევების დარგში. გათვალისწინებულია მომავალში აღნიშნული ერთობლივი გამოკვლევების გაგრძელება, აგრეთვე ძალების გაერთიანება ახალი სამეცნიერო და გამოყენებითი ამოცანების გადასაჭრელად.
Resumo:
ჩატარებულია მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის (მოკ) ცვალებადობის ანალიზი რუისპირში დიდ (სდფ) და პატარა ფართობებზე სეტყვიანობის დროს. გამოვლენილია, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც სეტყვა არ მოდის ელჭექის პროცესების დროს, დაკვირვების პუნქტის თავზე, სადაც იზომება მოკ, ჭავლური ნაკადი არ დაიკვირვება. ალაზნის ველის პირობებში, თუ ატმოსფეროში წარმოიქმნა ჭავლური ნაკადი და ამავე დროს მოკ არის კარგი ამინდის დონეზე ან მასზე ნაკლები, უნდა ველოდოთ სდფ.
Resumo:
გამოკვლეულია მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის (მოკ) საშუალო წლიური, ნახევარწლიური და თვიური მნიშვნელობების ცვალებადობის სტატისტიკური სტრუქტურა თბილისში 1984-2012 წწ.
Resumo:
სეტყვის პროცესების წლიური ინტენსიურობა კახეთში არსებითად არის დამოკიდებული ჰაერის აეროზოლურ დაბინძურებაზე და ამ დამოკიდულობას გააჩნია საკმაოდ რთული ხასიათი. მთლიანობაში ჰაერის არარადიოაქტიური აეროზოლური დაბინძურების ზრდას მივყევართ სეტყვის მოსვლის ინტენსივობის ზრდისაკენ და შესაბამისად, სეტყვის საწინააღმდეგო ზემოქმედების ეფექტურობის შემცირებისაკენ.
Resumo:
წარმოდგენილია ზემოქმედების რაკეტული ტექნოლოგიის მოკლე ისტორია,სხვადასხვა ქვეყანაში სეტყვის საწინააღმდეგო აქტიური ზემოქმედებისათვისგამოყენებული დედამიწა-ჰაერის ტიპის უმართავი რაკეტების მოწყობილობის დამოქმედების პრინციპის სქემატური აღწერილობა და აგრეთვე მათი ფიზიკა-ტექნიკური მახასიათებლები.
Resumo:
ლაბორატორიული ექსპერიმენტების საბუძველზე დადგენილია საღრუბლო გარემოს ტემპერატურისა და წყლიანობის ცვალებადობის როლი სეტყვის მარცვლების ზომის და მასის ზრდის სიჩქარის ცვლილებაზე.
Resumo:
ჩატარებულია სეტყვის მარცვლების მიერ საღრუბლო ნაწილაკების მიტაცების ინტეგრალური კოეფიციენტის მნიშვნელობები სველი და მშრალი ზრდის დროს.
Resumo:
სოფელ რუისპირში (თელავის რაიონი) ჩატარებული მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის (მოკ) გაზომვების დიდი სტატისტიკური მასალის საფუძველზე გამოკვლეულ იქნა მოკ-ის ცვალებადობის ხასიათი კახეთში მიმდინარე ელჭექიან და სეტყვა-ელჭექიან დღეებში.
Resumo:
Русско-Сванскiй словарь составил И.И. Нижарадзе, по инициативе бывшего попечителя Кавказского учебного округа, сенатора М.Р. Завадского
Resumo:
სავარაუდოთ, ბორჯომ-ხარაგაულის ბუნებრივ ნაკრძალში ტყის ხანძრის შედეგად როგორც ნახანძრალზე, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება მიკროკლიმატური და ბიოკლიმატური მახასიათებლების ცვლილება. დაზარალებული ზონის გავლენის მასშტაბის შესაფასებლად, ხსენებული ტექნოგენური კატასტროფის ნეგატიური შედეგების შესარბილებლად და საჭირო ზომების მისაღებად, აუცილებელია ამ მახასიათებლების დეტალური გამოკვლევა.
Resumo:
განხილულია საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში სეტყვასაწინააღმდეგო სამუშაოების განახლებასთან. მოყვანილია სეტყვასაწინააღმდეგო სამუშაოების ორგანიზების ზოგადი სქემა. საწყის ეტაპზე გათვალისწინებულია ამ სამუშაოების დაწყება კახეთში. წარმოდგენილია ამ რეგიონში რადიოლოკაციური სადგურის და სეტყვის ღრუბლებზე ზემოქმედების სარაკეტო პუნქტების განლაგების სავარაუდო სქემა.
Resumo:
ჩატარებულია მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის (მოკ) ცვალებადობის გამოკვლევა ეკოლოგიურად სუფთა გარემოში სოფელ რუისპირის მაგალითზე სხვადასხვა ამინდის პირობებში. განხილული იქნა მოკ-ის დღე-ღამური (9-23 საათი) ვარიაციები შვიდი ტიპის ამინდისთვის. Dდადგენილია, რომ შვიდივე ტიპის ამინდის პირობებში მოკ-ის დღეღამურ ვარიაციებს ახასიათებს მაქსიმალური მნიშვნელობები 15-16 საათის ფარგლებში, ხოლო მინიმალური - დილით და ღამით. ამინდის შვიდივე ტიპის მოკ-ს ახასიათებს სეზონური ცვალწებადობა მაქსიმუმით გაზაფხულზე და მინიმუმით შემოდგომაზე.
Resumo:
ჩატარებულია თბილისში და სანკტ-პეტერბურგში ჰაერის ტემპერატურის საუკუნოვანი ვარიაციების და მისი საშუალო გლობალური მნიშვნელობების შედარებითი ანალიზი. მიღებულია კერძოდ, რომ სხვადასხვა მეტეოროლოგიური სადგურების მრავალწლიური დაკვირვებების მონაცემების გასაშუალოება უნდა წარმოებდეს ავტოკორელაციების და მათ რიგებში ყველა პერიოდულობის ანალიზის გათვალისწინებით.