995 resultados para RU 28318


Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

სტატიაში გამოკვლეულია აღმოსავლეთ საქართველოს ატმოსფერულ ნალექებში ზოგიერთი იონებისა და მიკროელემენტების კონცენტრაციები ატმოსფერული პროცესების ტიპებთან და ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების მასშტაბთან დამოკიდებულებაში. ამასთან ერთად დადგენილია მოცემული რეგიონისათვის ხსენებული იონებისა და მიკროელემენტების კონცენტრაციათა ფონური მნიშვნელობები.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ხელოვნური ზემოქმედების ფიზიკური ეფექტის გამოვლენის მიზნით გაანალიზებულია აღმოსავლეთ საქართველოს ალაზნის ველზე შიდამასიურ და ფრონტალურ ღრუბლებზე რადიოლოკაციური დაკვირვებების მასალები. შესწავლილია ზემოქმედებაქმნილი და არაზემოქმედებაქმნილი კონვექციური ღრუბლების რადიოლოკაციური და აეროლოგიური პარამეტრების მნიშვნელობების ალბათობათა სიმკვრივეების განაწილებები.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

სტატიაში გამოკვლეულია ზემოქმედებაქმნილი და არაზემოქმედებაქმნილი კონვექციური ღრუბლების ზოგიერთი რადიოლოკაციური პარამეტრის ნორმირებული მნიშვნელობების დროში ცვალებადობა.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ნაშრომში შემოწმებულია სახეთა ამოცნობის მეთოდით ღრუბელთა ელჭექსაშიშროების რადიოლოკაციური ინდიკაციის საიმედობა.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

დამუშავებულია თბოელექტროსადგურების გამონაბოლქვი აირების მტვრისა და გოგირდოვანი ანჰიდრიდისაგან გაწმენდის მეთოდი. ამ მიზნით გამოყენებულია ქვანახშირის წვის შედეგად მიღებული მყარი ნარჩენების სუსპენზია, რომლის კონცენტრაცია შეადგენს 30-40 გ/ლ. მძიმე მეტალების მოცილების მიზნით ხსნარს ემატება 1,5-2,0 გ/ლ კონცენტრაციის ბარიუმის სულფიდის ხსნარი.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ტყიბულის ნახშირის საკუთარი აქროლადი პროდუქტების წნევის ქვეშ დაკოქსვის ტექნოლოგიით მიიღება ადსორბენტები, რომლის გამოყენებაც შესაძლოა მრეწველობის სხვადასხვა დარგში.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

მაგნიტოსფეროს შუბლა არეში საპლანეტათაშორისო მაგნიტური ველისა და გეომაგნიტური ველის სასაზღვრო ძალწირების გადაერთების მოვლენის მოდელირებისათვის გამოყენებულია ალგებრული მრუდების თეორია. გადაერთების შემდეგ მიღებული მაგნიტური ველის ტოპოლოგიური სურათის მიხედვით, სავალდებულო არ არის მაგნიტოსფეროს საზღვრის ეროზია და მისი შიდა სტრუქტურების შეშფოთების გამომწვევი ენერგეტიკული არხის გახსნა.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

გამოყენებულია კუმშვადი გარემოს მაქსიმალურად სიმეტრიული დინების მოდელი, რომელიც ითვალისწინებს დამუხრუჭების ეფექტს ბრტყელი ზედაპირის კრიტიკული წერტილის მახლობლად. ნაჩვენებია, რომ გარემოში ხდება დაბალი სიმკვრივის ფენის ფორმირება, რომელიც შემოსაზღვრულია ნულოვანი სიმკვრივის მქონე ზედაპირით. ამ უკანასკნელს შეხება გარსდენად ზედაპირთან გააჩნია მხოლოდ კრიტიკულ წერტილში.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

არასტაციონარული მაგნიტური სასაზღვრო ფენის მიახლოებაში ცვლადი ელექტრული გამტარებლობის მქონე პლაზმით გარსდენადი მაგნიტოსფეროს დღის მხარის შუბლა არის მააპროქსიმირებელი ბრტყელი დენიანი ფენის მახლობლად მიღებულია მსხვილმასშტაბოვანი ელექტრული და მაგნიტური ველების განაწილების სურათი.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ახალი მასალის საფუძველზე გამოკვლეულია მზის აქტივობის ჩრდილო-სამხრეთი ასიმეტრია. დასტურდება და შეიძლება დადგენილად ჩაითვალოს ასიმეტრიის სიდიდის მოდულის ცვა;ებადობის ციკლური კანონზომიერება აქტივობის განვითარების საწინააღმდეგო ფაზით და ამ კანონზომიერებიდან გამომდინარე ყველა შედეგი.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

კოსმოსური სხივების ინტენსივობის მზე-დღეღამური ვარიაციების ანიზოტროპია დაკავშირებულია დედამიწის მიერ საპლანეტაშორისო მაგნიტური ველის (სმვ) ნეიტრალური ფენის გადაკვეთასთან.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

სტატიაში მოცემულია დურუჯის აუზში სელური ნალექების სიმძლავრის, ფრაქციული დიფერენციაციის, გაწყლიანების ხარისხის, ძირითადი ქანების ლითოლოგიური არაერთგვაროვნების, მიკროტექტონიკური სურათის დაზუსტება და მიწისქვეშა ფილტრაციული ნაკადის გაბატონებული მიმართულების დადგენა ძიების გეოფიზიკური (გეოელექტრული და სეისმომეტრიული) მეთოდებით.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

საინჟინრო-გეოფიზიკური გამოკვლევების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ფოლადაურის აუზში მეოთხეული ნალექების დანაწევრება ნივთიერი შედგენილობისა და გაწყლიანების ხარისხის მიხედვით.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ბუნებრივი ელექტრული ველის მეთოდით განისაზღვრა ბუგეულის მეწყერზე მიწისქვეშა წყლების მოძრაობის მიმართულება, დადგინდა მათი დინების საკმაოდ მაღალი სიჩქარე და დაფიქსირდა დამეწყრილი მასის ბოლო ნიშნულები.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

დამზადებულია ციფრული აკუსტიკური სისტემა მასების გადანაცვლებით (ღვარცოფები, მეწყერები, ზვავები და ა.შ.) გამოწვეული ხმაურის დასაფიქსირებლად, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას განგაშის სისტემაში.