995 resultados para RU 28318


Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ნაშრომში შესწავლილია პლანეტებისა და მათი წყვილების ცის თაღზე განაწილება კავკასიის ძლიერი მიწისძვრების მოხდენის მომენტში.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

სტატიაში დამტკიცებულია წრიული მრავალკუთხედებისათვის შებრუნებული ამოცანის ამოხსნის ერთადერთობა ორი შემთხვევისათვის: პირველი მუდმივი სიმკვრივისა და მეორე დადებითი სიმკვრივისათვის, რომელიც არ იცვლება მიმართულების მიხედვით.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

მაგნიტოტელურული ველის ფიზიკური მოდელირების შედეგები, განსაზღვრული ფორმის ინტრუზიული სხეულებისათვის, დამუშავებულია კომპიუტერული გრაფიკის საშუალებით. დადგინდა, რომ მკვეთრად შემოკონტურდება დღიური ზედაპირის იმიტაციით გადაფარული განსაზღვრული ფორმის სხეულების მდებარეობის საზღვრები. განსხვავებული გეომეტრიის მქონე მოდელების, ელექტრომაგნიტური ველის მდგენელების სივრცულ გრაფიკებზე გამოვლენილია მათთვის დამახასიათებელი განსხვავებები.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ჩატარებულ იქნა ექსპერიმენტები მუდმივ, ძლიერ ელექტრულ ველებში ქანების ელექტროგამტარობის შესასწავლად. ექსპერიმენტები ტარდებოდა ორელექტროდიანი მეთოდით. ნიმუშები იყო ბაზალტის ან ქვიშაქვის.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ჩატარებული ლითოლოგიურ სტრატოგრაფიული და პალეოგრაფიული სამუშაოების საფუძველზე დადგენილ იქნა აღმოსავლეთ წინაკავკასიის პერმ-ტრიასული ნალექების ნავთობგაზშემცველობისშეფასების ლითოლოგო-პალეოგეოგრაფიული კრიტერიუმები. გაირკვა, რომ პერმ-ტრიასული ნალექების პერსპექტიულობა დაკავშირებულია ტალოვსკის შვერილის ნეფტეკუმსკის წყების მასიური კრისტალური დოლომიტების წყებასთან და კიზლარის წყების დამსხვრეულ და ოოლიტურ კირქვებთან.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ნაშრომის ძირითადი ამოცანა მდგომარეობს მათემატიკური მოდელის აგებასა და მიწისძვრის პარამეტრების განსაზღვრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად რეკომენდაციების ფორმულირებაში. პირველად მონაცემთა წინასწარი ანალიზის დროს დადგენილია, რომ მათი ბუნება არის კომბინირებული ანუ ალბათურ-შესაძლებოთი. ამიტომ მათი დამუშავებისთვის შერჩეულია სპეციალური არამკაფიო ანალიზის მეთოდი-ბმულობათა ანალიზი.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

სტატიაში ნაჩვენებია, რომ ფენოვანი აგებულების გეოლოგიური რეგიონი, საკმაოდ დიდი სიზუსტით, შეიძლება აპროქსიმირებულ იქნეს ტრაპეციების სისტემით. მოყვანილია გრავიმეტრიის პირდაპირი ამოცანის ამოხსნის ალგორითმი ორგანზომილებიანი ფენოვანი გარემოსათვის, რომელშიც მააპროქსიმირებელ სხეულად გამოყენებულია ნებისმიერად ორიენტირებული ტრაპეციების სისტემა.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

არაერთგვაროვან გარემოში ელექტროდინამიკური პროცესების მოდელირების დანადგარზე გამოკვლეულია მაგნიტოტელურ ველზე სამგანზომილებიანი უსწორმასწორო დღიური ზედაპირის რელიეფის გავლენა. შედეგები დამუშავებულია კომპიუტერული გრაფიკული პროგრამის გამოყენებით.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ჩატარებულ იქნა ექსპერიმენტები, მუდმივი ელექტრული ველის გავლენის შესასწავლად ელექტრომაგნიტური გამოსხივების (ემგ) სპექტრალურ მახასიათებლებზე, NaCl-ის კრისტალებისათვის.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ქანების ელექტროწინაღობის ტემპერატურაზე დამოკიდებულების P(T) ექსპერიმენტალურ მონაცემებზე დაყრდნობით აგებული „ლაბორატორიული“ გეოელექტრული ჭრილი საქართველოს ტერიტორიის დედამიწის ქერქისათვის მიგვანიშნებს, რომ წინაღობის სიღრმეზე დამოკიდებულების სვლაში გადამწყვეტი როლი მიეკუთვნება ტემპერატურას და არა ქანების ნივთიერ შემადგენლობას, ნაშრომში მოყვანილი სიღრმეებისათვის.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

სტატიაში საწყისი გრავიტაციული ველის ხასიათისა და ცდომილების გათვალისწინებით, მოცემულია გრავიტაციული ველის ფურიეს მწკრივად გაშლის An და Bn კოეფიციენტების შეფასება

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

შეფასებულია ატმოსფეროში გოგირდის ორჟანგის, ოზონისა და რადონის გავლენა ატმოსფეროში მეორადი აეროზოლების წარმოქმნაზე. ჩატარებულია მინერალური აეროზოლების, ოზონისა და რადონის როლის შეფასება აეროზული ოპტიკური სიმკვრივის ვარიაციებში. ნაჩვენებია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში რადონი და ტროპოსფერული ოზონი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მეორადი აეროზოლების წარმოქნაში.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ჩატარებულია საქართველოში სეტყვიანი დღეების რიცხვის ცვალებადობის შეფასება 1941-1990 წლების პერიოდის თბილი სეზონისათვის. მთლიანად საქართველოს მთელი ტერიტორიისათვის, ასევე მისი დასავლეთი და აღმოსავლეთ ნაწილში აღინიშნება სეტყვიანი დღეების რიცხვის უარყოფითი ტრენდები. უნდა აღინიშნოს ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში, დასავლეთის შედარებით შეიმჩნევა სეტყვიანობის ზრდა.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

წარმოდგენილია საქართველოში სეტყვიანი დღეების რიცხვის სტატისტიკური მახასიათებლები 123 მეტეოლოგირი სადგურების 1941-1990 წლების თბილი პერიოდებისათვის. მიღებულია ემპირიული დამოკიდებულება სეტყვიანი დღეების რიცხვისა და ადგილის სიდიდეებს შორის. ჩატარებულია სეტყვიანობის სტატისტიკური მახასიათებლების თავისებურებანი საქართველოს 15 კლიმატური რაიონისათვის. შესწავლილია სეტყვიანობის განმეორადობები ზემოთ აღნიშნული რაიონებისათვის.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

აღმოსავლეთ საქართველოს ატმოსფერული ნალექების ქიმიური ანალიზის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ ამ ნალექებში მთავარი იონების და მათი ჯამური კონცენტრაციები იცვლება იმ უნალექო 12 საათიანი დროის ინტერვალის რიცხვის მიხედვით, რომელიც წინ უსწრებდა გაანალიზებული სინჯის აღებას. დამოკიდებულება ზრდადია და კარგად აღიწერება მესამე რიგის პოლინომით. ყველა იონისათვის გამოთვლილია ემპირიულ დამოკიდებულებაში შემავალი მუდმივი კოეფიციენტი.