995 resultados para RU 28318
Resumo:
სტატიაში მოყვანილია მოკლე ისტორია თბილისში საყრდენი გრავიმეტრიული პუნქტების შექმნისა და მათი სხვადასხვა მიზეზების გამო გაუქმებისა. ამჟამად თბილისში დარჩენილ ერთადერთ საყრდენ გრავიმეტრიულ პუქტს, რომელიც ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსშია განლაგებული, გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.
Resumo:
წარმოდგენილია თბილისში 2009 წლის ივნისიდან 2010 წლის ივნისამდე პერიოდისათვის მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის (მოკ), მზის ჯამური რადიაციის ინტენსივობის და ჰაერში სუბმიკრონული აეროზოლების შემცველობის კომპლექსური მონიტორინგის ზოგიერთი წინასწარი შედეგი.
Resumo:
წარმოდგენილია ფოტოქიმიური სმოგის და მიწისპირა ოზონის ადამიანის ჯამრთელობაზე ზემოქმედების შესახებ თანამედროვე მდგომარეობის მიმოხილვა.
Resumo:
წყლის დონის ვარიაციები ღრმა ჭაბურღილებში ახსნილია ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორების გავლენით. მოყვანილია ატმოსფერული წნევის მიმოქცევით ვარიაციებზე და ორივეს წყლის დონეზე გავლენის თეორიული მოდელი.
Resumo:
მზე-დღეღამური ვარიაციების საშუალებით გამოვლენილია კოსმოსური სხივების ხისტი კომპონენტის ანომალური ზრდა იმ მომენტებში, როდესაც დედამიწა უახლოვდება და კვეთს საპლანეტთაშორისო მაგნიტური ველის (სმვ) ნეიტრალურ ფენას.
Resumo:
წარმოდგენილია თბილისში 2009 წლის ივნისიდან 2010 წლის ივნისამდე მზის რადიაციის ინტენსივობის, საერთო ღრუბლიანობის, ხილვადობის და ჰაერის ტემპერატურის კომპლექსური მონიტორინგის ზოგიერთი წინასწარი შედეგი.
Resumo:
ნაშრომში გაანალიზებულია ელჭექის ღრუბლების რადიოლოკაციურ ამრეკვლადობაზე (Z) დაკვირვირვების მონაცემები და მათგან მოსული ნალექების ინტენსივობის (I) შორის დამოკიდებულება.
Resumo:
ნაშრომში დამტკიცებულია აუცილებელი და საკმარისი პირობები, თუ როდის უშვებს ფიშერის სტატისტიკური სტრუქტურა პარამეტრების ძალდებულ შეფასებას.
Resumo:
სოფელ რუისპირში (თელავის რ-ნი) ჩატარებულია მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის (მოკ) ცვალებადობის გამოკვლევა ელჭექის ღრუბლის პერიფერიებში.
Resumo:
გაანალიზებულია საქართველოს კახეთის რეგიონის ერთუჯრედიანი კონვექციური ღრუბლების მაქსიმალური რადიოლოკაციური ამრეკვლადობის (Z) და ამ ღრუბლებიდან მოსული ნალექების საშუალო ინტენსივობის (I) შესახებ მონაცეები. სტატისტიკური ამონაკრების მოცულობამ შეადგინა 460 შემთხვევა.
Resumo:
ჩვენი რეგიონისთვის დადგენილია თანაფარდობა რადიოლოკაციურ ამრეკვლადობას (Z) და სუსტი და ძლიერი ატმოსფერული ნალექების ინტენსივობას (I) შორის. გამოთვლილია შესაბამისი მუდმივი კოეფიციენტების მნიშვნელობები. რადიოლოკატორით ნალექების ინტენსივობის გაზომვის სიზუსტის გაზრდის მიზნით შემოთავაზებულია მთელი დიაპაზონისთვის ვისარგებლოთ ჩვენს მიერ დადგენილი ერთი Z-I თანაფარდობით. შედგენილია Z-I თანაფარდობისათვის არაწრფივი აპროქსიმაციის მრუდი, რომლის გამოყენება აამაღლებს რადიოლოკაციური ამრეკვლადობის მიხედვით ნალექების ინტენსივობის განსაზღვრის სიზუსტეს.
Resumo:
მკვლევარების რამდენიმე თაობამ შეასრულა ტიტანური სამუშაო ატმოსფერული ელექტრობის შესწავლის მიზნით. მათ დააგროვეს კოლოსალური რაოდენობის ინფორმაცია, მაგრამ პრობლემები საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. გამოსავალი მდგომარეობიდან ძიების მეთოდოლოგიის შეცვლაშია. პარადიგმა, რომელიც დამკვიდრებულია თანამედროვე მეცნიერებაში, არ შეიცავს პრობლემების ამოხსნას. სტატიაში წარმოდგენილია პარადიგმა, რომელსაც აქვს პრეტენზია არსებული პრობლემების ამოხსნაზე. ის ჩამოყალიბებულ იქნა ადრე გამოქვეყნებულ სტატიებშიც, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ გაუვლია საფუძვლიანი შემოწმება და რჩება ჰიპოთეზად.
Resumo:
მიწისძვრის დროს გამოთავისუფლებული ენერგიის სიდიდე შეიძლება მიღებულ იქნეს დეფორმაციის კომპონენტების სიდიდეების გამოყენებით. მნიშვნელოვანი დეფორმოგრაფიული ჩანაწერები იქნქ მიღებული თბილისის მიმოქცევების მიწისქვეშა ლაბორატორიაში ფარავნის (13.5.1986) და სპიტაკის (1.12.1988) მიწისძვრებისათვის.
О возможном сейсмическом эффекте вязкого взаимодействия между солнечным ветром и магнитосферой Земли
Resumo:
სხვადასხვა კინემატიკური მოდელების საშუალებით მიღებულია პოლარულ კასპში მზის ქარის პლაზმისა და გეომაგნიტურ ველს შორის ჯამური ხახუნის ძალის მახასიათებელი სიდიდე. რიცხვითი შეფასებები გვიჩვენებს, რომ აღნიშნულ ეფექტს შეუძლია მნიშვნელოვანი წილი შეიტანოს დედამიწის ბრუნვის პერიოდის ვარიაციებში, რომლებიც, თავის მხრივ, შეიძლება წარმოადგენდნენ ძლიერი მიწისძვრის ერთ-ერთ გამშვებ მექანიზმს.
Resumo:
ძლიერი მიწისძვრებით გამოწვეული ნარჩენი გადაადგილებების, დეფორმაციების და დახრების გამოსათვლელად გამოყენებულია სტეკეტის, ჩინერის და მარუიამის მიერ შემოთავაზებული რღვევების დისლოკაციის თეორია.