981 resultados para hydrometeorology, Penman-Monteith-FAO, kriging


Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

შესწავლილია თბილისში ატმოსფეროს აეროზოლური ოპტიკური სისქის და კისლოვოდსკში ატმოსფეროს გამჭვირვალობის კოეფიციენტის მნიშვნელობების დროითი რიგების სტატისტიკური სტრუქტურა 1941-1990 წწ.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ჩატარებულია საშიში ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების დინამიკისა და მათთან ბრძოლის მეთოდების თანამედროვე მდგომარეობის ანალიზი. ნაჩვენებია ამ პროცესებისაგან მიყენებული ეკონომიკური და ფიზიკური ზარალის მატება საქართველოში და საზღვარგარეთ. შემოთავაზებულია აღდგეს ორ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ შეწყვეტილი პრაქტიკული სამუშაოები ატმოსფერული პროცესების რეგულირების დარგში, და პირველ რიგში, სეტყვის საწინაამდეგო სამუშაოები კახეთში.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

წარმოდგენილია მონაცემები თბილისის ჰაერის მიწისპირა ფენაში 2010-2011 წწ. 0.1 მკმ-ზე მეტი ზომის სუბმიკრონული აეროზოლების თვლადი კონცენტრაციის შესახებ.შესწავლილია ატმოსფეროში აეროზოლების კონცენტრაციის თვიური და დღიური სვლა. აგებულია აეროზოლების კონცენტრაციის განაწილების ფუნქცია წლის სხვადასხვა სეზონისათვის.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

წარმოდგენილია მონაცემები თბილისის ჰაერის მიწისპირა ფენაში 2010-2011 წწ. მსუბუქი იონების ჯამური კონცენტრაციის შესახებ.შესწავლილია ატმოსფეროში მსუბუქი იონების კონცენტრაციის თვიური და დღიური სვლა. აგებულია მსუბუქი იონების კონცენტრაციის განაწილების ფუნქცია წლის სხვადასხვა სეზონისათვის.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ჩატარებულია გეოფიზიკის და ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტების ერთობლივი მრავალწლიანი სამუშაოების ანალიზი საქართველოში ატმოსფერული გამოკვლევების დარგში. გათვალისწინებულია მომავალში აღნიშნული ერთობლივი გამოკვლევების გაგრძელება, აგრეთვე ძალების გაერთიანება ახალი სამეცნიერო და გამოყენებითი ამოცანების გადასაჭრელად.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ჩატარებულია მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის (მოკ) ცვალებადობის ანალიზი რუისპირში დიდ (სდფ) და პატარა ფართობებზე სეტყვიანობის დროს. გამოვლენილია, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც სეტყვა არ მოდის ელჭექის პროცესების დროს, დაკვირვების პუნქტის თავზე, სადაც იზომება მოკ, ჭავლური ნაკადი არ დაიკვირვება. ალაზნის ველის პირობებში, თუ ატმოსფეროში წარმოიქმნა ჭავლური ნაკადი და ამავე დროს მოკ არის კარგი ამინდის დონეზე ან მასზე ნაკლები, უნდა ველოდოთ სდფ.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

გამოკვლეულია მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის (მოკ) საშუალო წლიური, ნახევარწლიური და თვიური მნიშვნელობების ცვალებადობის სტატისტიკური სტრუქტურა თბილისში 1984-2012 წწ.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

სავარაუდოთ, ბორჯომ-ხარაგაულის ბუნებრივ ნაკრძალში ტყის ხანძრის შედეგად როგორც ნახანძრალზე, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება მიკროკლიმატური და ბიოკლიმატური მახასიათებლების ცვლილება. დაზარალებული ზონის გავლენის მასშტაბის შესაფასებლად, ხსენებული ტექნოგენური კატასტროფის ნეგატიური შედეგების შესარბილებლად და საჭირო ზომების მისაღებად, აუცილებელია ამ მახასიათებლების დეტალური გამოკვლევა.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

აგებულ იქნა წელიწადში ელჭექიანი დღეების საშუალო განმეორებადობის საქართველოს ტერიტორიაზე განაწილების რუკა. განხორციელდა დედამიწაზე ელვების განმუხტვის სიმკვრივის შეფასება ყველა მეტეოსადგურისა და საქართველოს 12 ადმინისტრაციული რეგიონისათვის. შესწავლილ იქნა ელჭექების აქტივობის დამოკიდებულება ადგილის სიმაღლეზე.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ჩატარებულია რადონის განაწილების რაოდენობრივი შეფასება დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში. მიღებული მონაცემები მოწმობს, რომ 100-ზე მეტი წყლის სინჯში აღინიშნება რადონის მაღალი შემცველობა. ამ უბნებთანაა დაკავშირებული ბინებში რადონის დაგროვების მაღალი მაჩვენებლები.ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს კორელაციურ კავშირს რადონის კონცენტრაციასა და ფილტვის კიბოს გავრცელებას შორის.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

აგებულ იქნა სეტყვის რაოდენობის საშუალო წლიური მნიშვნელობების პერიოდულობის საქართველოს ტერიტორიაზე განაწილების რუკა. საქართველოს 12 ადმინისტრაციული რეგიონისათვის განსაზღვრულ იქნა სეტყვის აქტივობის ცვლილების დიაპაზონები. შესწავლილ იქნა სეტყვიანი დღეების საშუალო წლიური რიცხვის დამოკიდებულება ადგილის სიმაღლეზე.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ნაშრომში მოცემულია თბილისისათვის ტურიზმის კლიმატური პოტენციალის შეფასება სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად ხმარებული “ტურიზმის კლიმატური ინდექსის” შესაბამისად.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ორი სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით მოყვანილია ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი ცვლილებების შეფასება თბილისში 2055 წლამდე.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

წარმოდგენილია ქ. წყალტუბოს და აგრეთვე თეთრი მღვიმის, სათაფლიის და წყალტუბოს მღვიმის კლიმატური, აერო იონიზაცუირი და რადიოლოგიური მახასიათებლების კვლევის შედეგები.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

წარმოდგენილია ჰაერის ექვივალენტურ - ეფექტური ტემპერატურის (ჰაერის ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობის და ქარის სიჩქარის კომბინაცია) საშუალო თვიური მნიშვნელობების და მაგნიტური ქარიშხლების თვიური ხანგრძლივობის ქ. თბილისის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის გამოკვლევის შედეგები.