8 resultados para radar clutter
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
სეტყვიანი დღეების რიცხვის მეტეოსადგურების მონაცემების შედარებამ კახეთში სეტყვის მოსავლის ალბათობის მონაცემებთან, მიღებული ღრუბლების რადიოლოკაციური დაკვირვების მონაცემების გამოკვლევების საფუძველზე უჩვენა უკანასკნელი მაღალი რეპრეზენტატულობა საქართველოს ტერიტორიის სიმაღლის სხვადასხვა დიაპაზონში საშუალო სეტყვასაშიშროების განსასაზღვრად.
Resumo:
სტატიაში გაანალიზებულია საქართველოს მთიანი რეგიონის სუპერუჯრედიან კონვექციურ ღრუბლებზე მრავალწლიანი რადიოლოკაციური დაკვირვებების მონაცემები.
Resumo:
შესწავლილია აღმოსავლეთ საქართველოს კახეთის რეგიონის ერთუჯრედიანი კონვექციური ღრუბლების რადიოექოს სტრუქტურა და განვითარების დინამიკა. გაანალიზებულია 352 ერთუჯრედიან ღრუბლებზე რადიოლოკაციური დაკვირვების მასალა და დადგენილია ასეთი კლასის ღრუბლების რადიოლოკაციური მახასიათებლების საშუალო და ექსტრემალური მნიშვნელობები.
Resumo:
დედამიწის მტკნარი წყლის ერთადერთ წყაროს ატმოსფერული ნალექები წარმოადგენს. კლიმატის გლობალური ცვლილების ნეგატიური შედეგების შესამცირებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეალურ დროში დიდ ტერიტორიაზე ატმოსფერული ნალექების მონიტორინგს.
Resumo:
გაანალიზებულია საქართველოს კახეთის რეგიონის ერთუჯრედიანი კონვექციური ღრუბლების მაქსიმალური რადიოლოკაციური ამრეკვლადობის (Z) და ამ ღრუბლებიდან მოსული ნალექების საშუალო ინტენსივობის (I) შესახებ მონაცეები. სტატისტიკური ამონაკრების მოცულობამ შეადგინა 460 შემთხვევა.
Resumo:
ხელოვნური ზემოქმედების ფიზიკური ეფექტის გამოვლენის მიზნით გაანალიზებულია აღმოსავლეთ საქართველოს ალაზნის ველზე შიდამასიურ და ფრონტალურ ღრუბლებზე რადიოლოკაციური დაკვირვებების მასალები. შესწავლილია ზემოქმედებაქმნილი და არაზემოქმედებაქმნილი კონვექციური ღრუბლების რადიოლოკაციური და აეროლოგიური პარამეტრების მნიშვნელობების ალბათობათა სიმკვრივეების განაწილებები.
Resumo:
სტატიაში გამოკვლეულია ზემოქმედებაქმნილი და არაზემოქმედებაქმნილი კონვექციური ღრუბლების ზოგიერთი რადიოლოკაციური პარამეტრის ნორმირებული მნიშვნელობების დროში ცვალებადობა.
Resumo:
ნაშრომში შემოწმებულია სახეთა ამოცნობის მეთოდით ღრუბელთა ელჭექსაშიშროების რადიოლოკაციური ინდიკაციის საიმედობა.