2 resultados para magnetic anomaly
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
შავი ზღვის სანაპიროზე ანომალიური გეომაგნიტური ველის ძველი და ახალი მნიშვნელობების შედარების მიზნით ჩატარებულია პროფ. მ. ნოდიას 1936-38 წლების მაგნიტურ-საძიებო ექსპედიციების შედეგებისა და 2000-2005 წლებში გეოფიზიკის ინსტიტუტის საველე-საექსპედიციო რაზმის მიერ მიღებული მონაცემების შედარებითი ანალიზი. გამოყოფილია გურიის რეგიონული გეომაგნიტური ანომალიის შემადგენელი ელემენტები ომფარეთისა და წყალწმინდა-ურეკის ლოკალური ანომალიები. შესრულებულია ამ ანომალიებია ფართობითი მაგნიტური აგეგმვა და კონტურირება. თეორიულად შეფასებულია სანაპირო ზოლში განთავსებულ წყალწმინდა-ურეკის ანომალიაში დამაგნიტებული ქვიშის არაერთგვაროვანი წარმონაქმნების, ქედებისა და ცალკეული ბორცვების არსებობით გამოწვეული შესაძლო მაგნიტური ეფექტი. აღნიშნული ლოკალური მაგნიტური ანომალიების განსაკუთრებულად არაერთგვაროვანი, წვრილმასშტაბოვანი სტრუქტურა მიანიშნებს მათ კავშირზე სიღრმულ გეოლოგიურ სტრუქტურებთან.
Resumo:
ახალი გეომაგნიტური და გეოლოგიური ინფორმაციების საფუძველზე დადგენილია, რომ წითელწყაროს მაგნიტური ანომალიის წყაროა ბაიოსის პორფირიტული წყების ქანები. ამასთან ერთად, გამოთქმულია მოსაზრება საკვლევი რეგიონის გეოტექნიკური განვითარების და მაგნიტური ანომალიის წარმოშობის გეოლოგიური ისტორიის შესახებ.