11 resultados para interstellar clouds
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
სეტყვიანი დღეების რიცხვის მეტეოსადგურების მონაცემების შედარებამ კახეთში სეტყვის მოსავლის ალბათობის მონაცემებთან, მიღებული ღრუბლების რადიოლოკაციური დაკვირვების მონაცემების გამოკვლევების საფუძველზე უჩვენა უკანასკნელი მაღალი რეპრეზენტატულობა საქართველოს ტერიტორიის სიმაღლის სხვადასხვა დიაპაზონში საშუალო სეტყვასაშიშროების განსასაზღვრად.
Resumo:
სტატიაში გაანალიზებულია საქართველოს მთიანი რეგიონის სუპერუჯრედიან კონვექციურ ღრუბლებზე მრავალწლიანი რადიოლოკაციური დაკვირვებების მონაცემები.
Resumo:
მინარევის გადატანა – დიფუზიის განტოლების რიცხვითი ინტეგრირების საშუალებით გამოკვლეულია ატმოსფეროში პასიური დამაბინძურებელი ნივთიერების შესაძლო გავრცელება კავკასიის რეგიონის ატმოსფეროსათვის დამახასიათებელი ოთხი ძირითადი ტიპის ონური დინების შემთხვევაში. მოდელირებისათვის აუცილებელი მეტეოროლოგიური ველების მნიშვნელობები გამოითვლებიან კავკასიაში ატმოსფერული პროცესების განვითარების რეგოინალური მოდელის საშუალებით. ნაჩვენებია, რომ რეგიონის რელიეფი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დამაბინძურებელი ნივთიერების გავრცელებაზე ატმოსფეროს სასაზღვრო ფენაში. შედგენილია მაქსიმალური კონცენტრაციების შესაძლო გადაადგილების სქემა დამაბინძურებელი ნივთიერების ღრუბლის სხვადასხვა საწყისი მდებარეობის შემთხვევაში.
Resumo:
დედამიწის მტკნარი წყლის ერთადერთ წყაროს ატმოსფერული ნალექები წარმოადგენს. კლიმატის გლობალური ცვლილების ნეგატიური შედეგების შესამცირებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეალურ დროში დიდ ტერიტორიაზე ატმოსფერული ნალექების მონიტორინგს.
Resumo:
გაანალიზებულია თბილი სეზონის სუპერუჯრედიან კონვექციურ ღრუბლებზე რადიოლოკაციური დაკვირვების მონაცემები და ამ ღრუბლებიდან მოსული ატმოსფერული ნალექების შესახებ ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის მონიტორინგის შედეგები.
Resumo:
ნაშრომში გაანალიზებულია ელჭექის ღრუბლების რადიოლოკაციურ ამრეკვლადობაზე (Z) დაკვირვირვების მონაცემები და მათგან მოსული ნალექების ინტენსივობის (I) შორის დამოკიდებულება.
Resumo:
გაანალიზებულია საქართველოს კახეთის რეგიონის ერთუჯრედიანი კონვექციური ღრუბლების მაქსიმალური რადიოლოკაციური ამრეკვლადობის (Z) და ამ ღრუბლებიდან მოსული ნალექების საშუალო ინტენსივობის (I) შესახებ მონაცეები. სტატისტიკური ამონაკრების მოცულობამ შეადგინა 460 შემთხვევა.
Resumo:
სტატიაში გამოკვლეულია აღმოსავლეთ საქართველოს ატმოსფერულ ნალექებში ზოგიერთი იონებისა და მიკროელემენტების კონცენტრაციები ატმოსფერული პროცესების ტიპებთან და ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების მასშტაბთან დამოკიდებულებაში. ამასთან ერთად დადგენილია მოცემული რეგიონისათვის ხსენებული იონებისა და მიკროელემენტების კონცენტრაციათა ფონური მნიშვნელობები.
Resumo:
ხელოვნური ზემოქმედების ფიზიკური ეფექტის გამოვლენის მიზნით გაანალიზებულია აღმოსავლეთ საქართველოს ალაზნის ველზე შიდამასიურ და ფრონტალურ ღრუბლებზე რადიოლოკაციური დაკვირვებების მასალები. შესწავლილია ზემოქმედებაქმნილი და არაზემოქმედებაქმნილი კონვექციური ღრუბლების რადიოლოკაციური და აეროლოგიური პარამეტრების მნიშვნელობების ალბათობათა სიმკვრივეების განაწილებები.
Resumo:
სტატიაში გამოკვლეულია ზემოქმედებაქმნილი და არაზემოქმედებაქმნილი კონვექციური ღრუბლების ზოგიერთი რადიოლოკაციური პარამეტრის ნორმირებული მნიშვნელობების დროში ცვალებადობა.
Resumo:
ნაშრომში შემოწმებულია სახეთა ამოცნობის მეთოდით ღრუბელთა ელჭექსაშიშროების რადიოლოკაციური ინდიკაციის საიმედობა.