5 resultados para geological
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
გარდატეხილი ტალღების კორელაციური და არეკვლილი ტალღების საერთო სიღრმული წერტილის მეთოდების მიხედვით აგებულია ლისი-დუშეთის პროფილის სეისმოგეოლოგიური ჭრილი. მასში გამოყოფილი ჰორიზონტების ასაკობრივი დონეები და ლითოფაციალური აგებულება, ძირითადად, განსაზღვრულია ლისისა და ბიწმინდის ჭაბურღილების მონაცემებით. ამასთან, ჭრილი სეისმოტომოგრაფიულად მიბმულია შინდისისა და ქიწნისის ჭაბურღილებთან. აგებულია ლისი-დუშეთის პროფილის სეისმოტომოგრაფილი ჭრილი, სადაც ნათლად გამოიყოფა დანალექი ფორმაციების სიმძლავრეები და გავრცელების კონტურები, რაც კარგ თანხვედრაშია სეისმოგეოლოგიურ ჭრილთან.
Resumo:
ახალი გეომაგნიტური და გეოლოგიური ინფორმაციების საფუძველზე დადგენილია, რომ წითელწყაროს მაგნიტური ანომალიის წყაროა ბაიოსის პორფირიტული წყების ქანები. ამასთან ერთად, გამოთქმულია მოსაზრება საკვლევი რეგიონის გეოტექნიკური განვითარების და მაგნიტური ანომალიის წარმოშობის გეოლოგიური ისტორიის შესახებ.
Resumo:
მდინარე მტკვარზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის რაიონის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების გამოკვლევა გეოფიზიკური მეთოდებით გეოფიზიკური გამოკვლევების შედეგად შესწავლილია მდ. მტკვარზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის რაიონის საინჟინრო-გეოლოგიური პირობები. დადგენილია იქ გავრცელებული ნალექების სიმძლავრეები და ფიზიკური პარამეტრები. გამოვლენილია მეწყრული და პოტენციურად მეწყერსაშიში უბნები და დადგენილია მათში ფილტრაციის გაბატონებული მიმართულება. შეფასებულია ჰეს მშენებლობის რაიონის სეისმურობა.
Resumo:
ელექტროძიების ექსპრეს-მეთოდით პროგრამული უზრუნველყოფის IPI2WIN გამოყენებით კვლევის მიზანს წარმოადგენს ბაკურიანის პლატოზე გავრცელებული ნალექების საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობების დაზუსტება ცენტრალური პროფილის მაგალითზე. IPI2WIN პროგრამული უზრუნველყოფით მიღებული კუთრი ელექტრული წინაღობის ჭრილი კარგ თანხვედრაშია ტრადიციული პალეტური ინტერპრეტაციის შედეგად მიღებულ (I-I’) გეოელექტრულ ჭრილთან.
Изучение инжинерно-геологических условии Бугеуьского (Рача) оползня геофизическими методами разветки
Resumo:
ბუნებრივი ელექტრული ველის მეთოდით განისაზღვრა ბუგეულის მეწყერზე მიწისქვეშა წყლების მოძრაობის მიმართულება, დადგინდა მათი დინების საკმაოდ მაღალი სიჩქარე და დაფიქსირდა დამეწყრილი მასის ბოლო ნიშნულები.