2 resultados para drift retardant

em Georgian Library Association, Georgia


Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ჩვენს მიერ შემოთავაზებული მეთოდი გეომაგნიტირი ღერძის პროექციის დრეიფი – დედამიწის ზედაპირზე, დედამიწის მერიდიანულ და ეკვატორულ სიბრტყეებში, დრეიფი – საუკუნითი ვარიაციის ფოკუსების, დედამიწის მთავარი მაგნიტური ველის არადიპოლური ნაწილის და გეომაგნიტური ველის (არქეომაგნიტური მონაცემებით) ასახავენ ერთი და იგივე მოვლენას – ჩვენი პლანეტის შიგნით გარე ბირთვსა და მანტიის საზღვარზე არსებული დედამიწის მაგნიტური ველის წყაროს (ან წყაროების) განუწყვეტლივ გადაადგილებას. რამდენიმე მეთოდით დედამიწის ველის წყაროს დრეიფის კომპლექსური შესწავლა ერთმანეთს ავსებს და საშუალებას გვაძლევს სრულფასოვნად გავიაზროთ მოვლენის ფიზიკური არსი.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

გამოკვლეულია ძლიერად ლოკალიზებული გრიგალური სტრუქტურების გენერაციისა და არაწრფივი დინამიკის თავისებურებანი მაგნიტოაქტიურ ნაწილობრივ-იონიზებულ არაერთგვაროვან დისიპაციურ პლაზმაში. მიღებულია გრძელ-ტალღოვანი დრეიფული ტალღური სტრუქტურების გადატანის არაწრფივი განტოლება. განმხოლოებული გრიგალური სტრუქტურების ერთმანეთთან და გარემოსთან ურთიერთქმედების დადგენილი სურათი აჩვენებს, რომ არაერთგვაროვან პლაზმურ გარემოში გრიგალურ სტრუქტურებს შეუძლიათ განაპირობონ ძლიერი დრეიფული ტურბულენტობის, ნივთიერებისა და სითბოს ანომალური გადატანის ფორმირება.