10 resultados para changeability
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
მოყვანილია ქალაქ თბილისში 1984-დან 2010 წლებში მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის საშუალო ნახევარწლიური და წლიური მონაცემების დეტალური სტატისტიკური ანალიზის შედეგები.
Resumo:
ჩატარებულია ჰაერის ელექტროგამტარობის საშუალო თვიური მნიშვნელობების, როგორც ატმოსფეროს სისუფთავის ფაქტორის, ცვალებადობის გამოკვლევა და შეფასებულია მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
Resumo:
განხილულია ქ. თბილისში 1980-2003, 1980-1991 და 1992-2003 წლებში მოკ-ის საშუალოსაათობრივი მნიშვნელობების განმეორადობის ცვალებადობის საკითხი წელიწადისთვის, ცივ და თბილ ნახევარწლისთვის. განხილულია აგრეთვე ადამიანის ჯანმრთელობაზე და აგრეთვე მცენარეებზე ნეგატიურად მოქმედ მოკ-ის განმეორადობის დინამიკა მოკ-ის ისეთ მნიშვნელობებისთვის, რომელიც მოქმედ ზღვრულ დასაშვებზე მაღალია.
Resumo:
მოყვანილია 1980-1991 და 1992-2003 წლებში ქ. თბილისში მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის საშუალო დღიური და საათობრივი მნიშვნელობების სტატისტიკური მახასიათებლები და კვლევის შედეგები დღის 11-დან 19 საათამდე გაზომილი წლის და წელიწადის თბილი და ცივი პერიოდების მონაცემების მიხედვით
Resumo:
ჩატარებულია საქართველოში სეტყვიანი დღეების რიცხვის ცვალებადობის შეფასება 1941-1990 წლების პერიოდის თბილი სეზონისათვის. მთლიანად საქართველოს მთელი ტერიტორიისათვის, ასევე მისი დასავლეთი და აღმოსავლეთ ნაწილში აღინიშნება სეტყვიანი დღეების რიცხვის უარყოფითი ტრენდები. უნდა აღინიშნოს ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში, დასავლეთის შედარებით შეიმჩნევა სეტყვიანობის ზრდა.
Resumo:
1941-1990 წწ. საქართველოში წლის თბილ პერიოდში წარმოდგენილია სეტყვიანი დღეების რიცხვის ცვალებადობის გამოკვლევის ძირითადი შედეგები, რომლებიც ჩატარებულ-მიღებულია ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მიერ.
Resumo:
შესწავლილია წალკაში (ეკოლოგიურად სუფთა მაღალმთიანი რაიონი საქართველოში) ატმოსფეროს აეროზოლური ოპტიკური სისქის და კისლოვოდსკში ატმოსფეროს გამჭვირვალობის კოეფიციენტის მნიშვნელობების სტატისტიკური სტრუქტურა 1941-1990 წწ.
Resumo:
ჩატარებულია მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის (მოკ) ცვალებადობის ანალიზი რუისპირში დიდ (სდფ) და პატარა ფართობებზე სეტყვიანობის დროს. გამოვლენილია, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც სეტყვა არ მოდის ელჭექის პროცესების დროს, დაკვირვების პუნქტის თავზე, სადაც იზომება მოკ, ჭავლური ნაკადი არ დაიკვირვება. ალაზნის ველის პირობებში, თუ ატმოსფეროში წარმოიქმნა ჭავლური ნაკადი და ამავე დროს მოკ არის კარგი ამინდის დონეზე ან მასზე ნაკლები, უნდა ველოდოთ სდფ.
Resumo:
გამოკვლეულია მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის (მოკ) საშუალო წლიური, ნახევარწლიური და თვიური მნიშვნელობების ცვალებადობის სტატისტიკური სტრუქტურა თბილისში 1984-2012 წწ.
Resumo:
სეტყვის პროცესების წლიური ინტენსიურობა კახეთში არსებითად არის დამოკიდებული ჰაერის აეროზოლურ დაბინძურებაზე და ამ დამოკიდულობას გააჩნია საკმაოდ რთული ხასიათი. მთლიანობაში ჰაერის არარადიოაქტიური აეროზოლური დაბინძურების ზრდას მივყევართ სეტყვის მოსვლის ინტენსივობის ზრდისაკენ და შესაბამისად, სეტყვის საწინააღმდეგო ზემოქმედების ეფექტურობის შემცირებისაკენ.