2 resultados para atmospheric sampling
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
აღმოსავლეთ საქართველოს ატმოსფერული ნალექების ქიმიური ანალიზის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ ამ ნალექებში მთავარი იონების და მათი ჯამური კონცენტრაციები იცვლება იმ უნალექო 12 საათიანი დროის ინტერვალის რიცხვის მიხედვით, რომელიც წინ უსწრებდა გაანალიზებული სინჯის აღებას. დამოკიდებულება ზრდადია და კარგად აღიწერება მესამე რიგის პოლინომით. ყველა იონისათვის გამოთვლილია ემპირიულ დამოკიდებულებაში შემავალი მუდმივი კოეფიციენტი.
Resumo:
წიგნში წარმოდგენილია საქართველოში ზოგიერთი ოპტიკურად აქტიური მცირე ატმოსფერული მინარევის მრავალწლიური კვლევის შედეგები. წარმოდგენილია მონაცემები C02, CHx, S02 და აეროზოლების ანთროპოგენური ემისიების შესახებ. დაწვრილებითაა შესწავლილი აეროზოლების თვლადი კონცენტრაციის ვერტიკალური განაწილება ტროპოსფეროში საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის. ჩატარებულია ოზონის საერთო რაოდენობის, ატმოსფერული აეროზოლების ოპტიკური სიმკვრის და სხვა ნაერთების გრძელვადიანი ვარიაცების დეტალური ანალიზი. წარმოდგენილია ზოგიერთი ნაერთის გავლენის თეორიული შეფასება საქართველოში მზის პირდაპირი და გაბნეული რადიაციის რეჟიმზე.