2 resultados para anomalies génétiques
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
ბაგინეთში, ქართლის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გამოიყოფა რამდენიმე საკმაოდ ფართო და გრძელი ტერასა, რომლებიც დაახლოებით 30 ჰექტარზე ვრცელდება. პირველ ტერასაზე, სადაც უკვე გამოვლენილი არქეოლოგიური ნაგებობები და შესაბამისი ელექტრული ანომალია დაახლოებით 750 კვ.მ-ია ჩატარდა დეტალური გეოფიზიკური კვლევა ძიების ელექტრული მეთოდით. კვლევის შედეგად გამოვლენილი ანომალური უბანი სხვა ანომალური უბნებისაგან განსხვავდება სიღრმეში განაწილების თავისებურებით, რაც მიწის ქვეშ დიდი არქეოლოგიური ნაგებობის არსებობაზე უნდა მიუთითებდეს.
Resumo:
თანამედროვე მეცნიერების მდგომარეობა შეიძლება დავახასიათოთ სიტყვებით: ტექნოლოგიური აყვავება და კონცეფტუალური კრიზისი. თანამედროვე კონცეფციებმა ამოწურეს განვითარების რესურსები, ალტერნატიული კონცეფციები კი ჯერ კიდევ არა არის ჩამოყალიბებული. შედეგად მთელი რიგი ამოცანებისა ენერგეტიკაში, მეტეოროლოგიაში, კოსოლოგიაში და მეცნიერების სხვა დარგებში ამოუხსელი რჩება. გასაღებს ახალი კონცეფციებისკენ გვაძლევს ანომალური მოვლენები. მოცემული წერილი გვთავაზობს ამოხსნებს: ენერგეტიკაში მაღალტემპერატურის მდგარადი პლაზმის პრობლემის; მეტეროგიაში ატმოსფერული ელექტროობის, ტორნადოსა და ციკლონის რიგი პრობლემების; კოსმოლოგიაში დიდი აფეთქების, ბნელი ენერგიის, გალაქტიკების უწყვეტი აჩქარების ჯერ კიდევ ამოუხსნელი ამოცანებისა. ამოხნები მიიღება საერთო ალტერნატიული კონცეფციის საფუძველზე, რომელიც ჩამოყალიბებულ იქნა მაქსველის განტოლებების ფიზიკური შინაარსის ახალი ინტერპრეტაციის შედეგად.