5 resultados para Z score

em Georgian Library Association, Georgia


Relevância:

20.00% 20.00%

Publicador:

Resumo:

სტატისტიკურად უზრუნველყოფილ ექსპერიმენტულ მასალაზე დაყრდნობით განსაზღვრულია საქართველოს კახეთის რეგიონის თბილი სეზონის ატმოსფერული ნალექების ინტენსივობასა და რადიოლოკაციურ ამრეკვლადობას შორის დამოკიდებულების წრფივი რეგრესიის განტოლების მუდმივი კოეფიციენტები, აგრეთვე გამოთვლილია აპროქსიმაციის საიმედობის მაჩვენებლის მნიშვნელობა

Relevância:

20.00% 20.00%

Publicador:

Resumo:

დედამიწის მტკნარი წყლის ერთადერთ წყაროს ატმოსფერული ნალექები წარმოადგენს. კლიმატის გლობალური ცვლილების ნეგატიური შედეგების შესამცირებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეალურ დროში დიდ ტერიტორიაზე ატმოსფერული ნალექების მონიტორინგს.

Relevância:

20.00% 20.00%

Publicador:

Resumo:

გაანალიზებულია თბილი სეზონის სუპერუჯრედიან კონვექციურ ღრუბლებზე რადიოლოკაციური დაკვირვების მონაცემები და ამ ღრუბლებიდან მოსული ატმოსფერული ნალექების შესახებ ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის მონიტორინგის შედეგები.

Relevância:

20.00% 20.00%

Publicador:

Resumo:

ნაშრომში გაანალიზებულია ელჭექის ღრუბლების რადიოლოკაციურ ამრეკვლადობაზე (Z) დაკვირვირვების მონაცემები და მათგან მოსული ნალექების ინტენსივობის (I) შორის დამოკიდებულება.

Relevância:

20.00% 20.00%

Publicador:

Resumo:

ჩვენი რეგიონისთვის დადგენილია თანაფარდობა რადიოლოკაციურ ამრეკვლადობას (Z) და სუსტი და ძლიერი ატმოსფერული ნალექების ინტენსივობას (I) შორის. გამოთვლილია შესაბამისი მუდმივი კოეფიციენტების მნიშვნელობები. რადიოლოკატორით ნალექების ინტენსივობის გაზომვის სიზუსტის გაზრდის მიზნით შემოთავაზებულია მთელი დიაპაზონისთვის ვისარგებლოთ ჩვენს მიერ დადგენილი ერთი Z-I თანაფარდობით. შედგენილია Z-I თანაფარდობისათვის არაწრფივი აპროქსიმაციის მრუდი, რომლის გამოყენება აამაღლებს რადიოლოკაციური ამრეკვლადობის მიხედვით ნალექების ინტენსივობის განსაზღვრის სიზუსტეს.