12 resultados para Wedding Resort
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
მოყვანილია საკურორტო-ტურისტული პოტენციალის პასპორტის ძირითადი მაჩვენებლების აღწერილობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბიოკლიმატურ პარამეტრებს. მოყვანილია პრაქტიკული მაგალითები აღნიშნული პარამეტრების გამოყენებისა საქართველოს ზოგიერთი საკურორტო-ტურისტული რაიონების ბიოკლიმატური პირობების შესაფასებლად.
Resumo:
წარმოდგენილია მონაცემები კურორტ წყალტუბოს ზოგიერთ მიკროკლიმატურ მახასეათებლის შესახებ. მოყვანილია მღვიმეების „ თეთრი მღვიმე“ და „სათაფლია“ გამოკვლევის შედეგად მიღებული ბიოკლიმატური და რადიაციული მახასიათებლები.
Resumo:
ცოცხალი ორგანიზმი და გარემო წარმოადგენს ურთულეს დინამიურ სისტემებს, რომლებიც მუდმივ და მჭიდრო ურთიერთკავშირში იმყოფებიან. არსებობს მოსაზრება, რომ ძირითად ფიზიკურ ფაქტორად, რომლის საშუალებითაც ხდება გავლენა ცოცხალ ორგანიზმებზე ხორციელდება მზის აქტივობით გამოწვეული დედამიწის მაგნიტური ველის დაძაბულობის ცვლილებით, და ის ფაქტი, რომ ცოცხალ ორგანიზმებზე მოქმედებენ, როგორც ხელოვნური, ასევე ბუნებრივი მაგნიტური ველები.
Resumo:
ჩატარებულია ჰაერის ექვივალენტურ - ეფექტური ტემპერატურის (ჰაერის ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობის და ქარის სიჩქარის კომბინაცია) ვარიაციების დაწვრილებითი სტატისტიკური ანალიზი თბილისში 1957 დან 2006 წლამდე პერიოდისათვის.
Resumo:
მოყვანილია მონაცემები საქართველოს ზოგიერთ კურორტზე ჰაერში მსუბუქი იონების შემცველობის შესახებ.
Resumo:
შემოთავაზებულია რადონის შემცველი წყლების და ჰაერის იონიზაციის სხვა ბუნებრივი წყაროების გამოყენებით იონოთერაპიის ორგანიზება საქართველოს ზოგიერთ კურორტზე.
Resumo:
შემოთავაზებულია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს საკურორტო და ტურისტული რესურსების პასპორტიზაზიის ჩატარება
Resumo:
ნაშრომში მოცემულია ბათუმისათვის ტურიზმის კლიმატური პოტენციალის შეფასება სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად ხმარებული “ტურიზმის კლიმატური ინდექსის” შესაბამისად
Resumo:
წარმოდგენილია 2012 წელს ბორჯომის და თბილისის ზოგიერთ საკურორტო და ტურისტულ ზონაში ჩატარებული მსუბუქი აეროიონების შემცველობის კვლევის შედეგები. კერძოდ, მოყვანილია მონაცემები იონების ჯამური კონცენტრაციის შესახებ ბორჯომ-პარკის და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, მდინარე ბორჯომულას ხეობის ჩათვლით. ნაჩვენებია, რომ მდინარის მახლობლად შესაძლებელია საკმარისად მოინახოს ადგილები, რომლებიც გამოსადეგია იონოთერაპიისთვის.
Resumo:
წარმოდგენილია გეოფიზიკის ინსტიტუტის და კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციის და სამკურნალო ტურიზმის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მიერ უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე საქართველოს ბიოკლიმატური რესურსების კვლევის დარგში ერთობლივი სამუშაოების ანალიზი.
Resumo:
წარმოდგენილია ქ. წყალტუბოს და აგრეთვე თეთრი მღვიმის, სათაფლიის და წყალტუბოს მღვიმის კლიმატური, აერო იონიზაცუირი და რადიოლოგიური მახასიათებლების კვლევის შედეგები.