2 resultados para Watertable Waves
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
ორგანზომილებიანი ულტრაბგერითი სეისმური მოდელირების საშუალებით შესწავლილია რელეის ტალღების გავრცელება ჰორიზონტალურ არაერთგვაროვან გარემოში.
Resumo:
გამოკვლეულია იონოსფეროს E-ფენის სუსტად იონიზირებულ პლაზმაში გავრცელებული მცირე ტალღური შეშფოთებების შესაბამისი დისპერსიული თანაფარდობა. გათვალისწინებულია ჩვეულებრივი და მაგნიტური სიბლანტის დისიპაციური ეფექტი, რაც იწვევს ალვენის განივი ტალღის ტიპის ნელი მჰდ ტალღების სიხშირული სპექტრის ცვლილებას. იონოსფეროს მოცემული არის მჰდ პარამეტრების ცვლილების მახასიათებელი ინტერვალებისათვის დადგენილია ტალღური რიცხვის ის სიდიდე გეომაგნიტური ველის ვერტიკალური კომპონენტის მიმართულებით, რომლის ზემოთაც მოხდება დროში შეშფოთებების მაქსიმალური მილევა.