4 resultados para Teaching of geography
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
თბილისში მსუბუქი იონების, რადონის და გალაქტიკური კოსმოსური სხივების ნეიტრონული კომპონენტის ინტენსივობის 2009-2010 წლებში კომპლექსური მონიტორინგის მონაცემების მიხედვით გამოვლენილია მაიონიზებელი გამოსხივების ინტენსივობისა და ატმოსფეროში მსუბუქი იონების შემცველობის უკუკავშირის ეფექტი.
Resumo:
მოყვანილია ექვივალენტურ-ეფექტური ტემპერატურის საშუალოთვიური მნიშვნელობების ფარდობითი ანალიზი საქართველოსა და ბრაზილიის (ალაგოასის შტატი) 8 ქალაქისათვის.
Resumo:
შესწავლილია ხილვადობის სიშორის სტატისტიკური სტრუქტურა თბილისში 1980-დან 2008 წლამდე პერიოდისათვის. გამოყენებულია საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის მონაცემები ხილვადობის სხვადასხვა ბალიანობის მქონე დღეების რიცხვის შესახებ წელიწადში 9, 12 და 15 საათზე დაკვირვებებისათვის.
Resumo:
მოყვანილია ქალაქ თბილისში 1984-დან 2010 წლებში მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის საშუალო ნახევარწლიური და წლიური მონაცემების დეტალური სტატისტიკური ანალიზის შედეგები.