3 resultados para Season.
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
ჩატარებულია მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის ცვალებადობის გამოკვლევა ქალაქისა და სოფლის მიწისპირა ჰაერში სხვადასხვა ამინდისა და სეზონის პირობებში.
Resumo:
გაანალიზებულია თბილი სეზონის სუპერუჯრედიან კონვექციურ ღრუბლებზე რადიოლოკაციური დაკვირვების მონაცემები და ამ ღრუბლებიდან მოსული ატმოსფერული ნალექების შესახებ ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის მონიტორინგის შედეგები.
Resumo:
ჩვენი რეგიონისთვის დადგენილია თანაფარდობა რადიოლოკაციურ ამრეკვლადობას (Z) და სუსტი და ძლიერი ატმოსფერული ნალექების ინტენსივობას (I) შორის. გამოთვლილია შესაბამისი მუდმივი კოეფიციენტების მნიშვნელობები. რადიოლოკატორით ნალექების ინტენსივობის გაზომვის სიზუსტის გაზრდის მიზნით შემოთავაზებულია მთელი დიაპაზონისთვის ვისარგებლოთ ჩვენს მიერ დადგენილი ერთი Z-I თანაფარდობით. შედგენილია Z-I თანაფარდობისათვის არაწრფივი აპროქსიმაციის მრუდი, რომლის გამოყენება აამაღლებს რადიოლოკაციური ამრეკვლადობის მიხედვით ნალექების ინტენსივობის განსაზღვრის სიზუსტეს.