5 resultados para Séculos XVIII e XIX
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
კიტა (ივანე) აბაშიძე (1870 - 1917 ) იყო ცნობილი ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქართული ლიტერატურის განვითარებაზე. კიტა აბაშიძის ფუნდამენტურმა ნაშრომმა „ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ“ საფუძველი ჩაუყარა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის მეცნიერულ შესწავლას.
Resumo:
კატალოგში აღწერილი და მეცნიერულად დამუშავებულია აკადემიკოს ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში დაცული რუსულ ენაზე დაბეჭდილი წიგნები. ბევრი მათგანი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. არის უნიკალური გამოცემები XVIII-XIX ს.ს. კლასიკოსებისა და მწერლების წიგნები ავტოგრაფებით. XX ს. 20-იანი წლების თბილისის გამოცემები. მნიშვნელოვანია წიგნებზე ი. გრიშაშვილის მარგინალიები, რომლებიც მრავალ საინტერესო ცნობებს შეიცავს.
Resumo:
სამეცნიერო პროექტი „XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა“ ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.