23 resultados para RABIA – ENFERMEDAD - COLOMBIA – 2008-2013
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
წარმოდგენილ სტატიაში ყურადღება გამახვილებულია გეოფიზიკური კვლევის შედარებით ახალ მეთოდზე – სეისმოსტრატიგრაფიაზე, რომელიც საკმაო დამაჯერებლობით გვიჩვენებს დანალექი ფორმაციების სივრცორბრივ ორიენტაციას. საუბარია სეისმოსტრატიგრაფიული მეთოდის გამოყენების ფართო შესაძლებლობებზე.
Resumo:
სტატიაში დამტკიცებულია პოტენციალთა თეორიის შებრუნებული ამოცანის ამონახსნის ერთადერთობა, როდესაც გარე საზღვარზე ∂Ω∞ (Ω= Ω1 UΩ2) არსებობს ∂Ω1 და ∂Ω2 წირების გადაკვეთის წერტილი.
Resumo:
ჩატარებულია ჰაერის ელექტროგამტარობის საშუალო თვიური მნიშვნელობების, როგორც ატმოსფეროს სისუფთავის ფაქტორის, ცვალებადობის გამოკვლევა და შეფასებულია მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
Resumo:
ჩატარდა ელექტროტელურული ველის ცვალებადობის შესაძლო კავშირის კვლევა სეისმოტექტონიკური პროცესების აქტიურობასთან მიმართებაში მაქსიმალური დასაჯერებლობის პრინციპის გამოყენებით. 1982 წელს ელექტროტელურული ველის ურთიერთმართობული მდგენელების ინტენსივობის წლიურ-ყოველსაათიან ცვალებადობას და დუშეთიდან ასორმოცდაათი კილომეტრის რადიუსით შემოსაზღვრულ არეში მომხდარი არასუსტი მიწისძვრების მაგნიტუდების ცვალებადობას შორის არსებობს შესაძლო კავშირი.
Resumo:
30-40 წლების ჩეპმენის, ჰალბარტის, ფერაროს ნაშრომებიდან დაწყებული და ბოლო გამოკვლევებით დამთავრებული წარმოდგენილ მიმოხილვით ნაშრომში გაანალიზებული და განხილულია გადატანითი პროცესებისა და ელექტრონ-იონური გაზის სიმაღლის მიხედვით განაწილების ანალიზური კვლევების შედეგები ქვედა და ზედა შუაგანედურ იონოსფეროში. დღეისთვის ძნელია რომელიმე ნაშრომის დასახელება, სადაც გაანალიზებულია იონოსფეროს F-ფენის ყველა ძირითადი თვისება, დინამიკური რეჟიმი და სხვა მოვლენა, რომელიც იქ მიმდინარეობს. ნაშრომში შედარებით სრულადაა წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნის თეორეტიკოსის წვლილი იონოსფერული პლაზმის F-ფენის ამბიპოლარულ დიფუზიაში. ავტორების მიერ მიღებული ძირითადი თეორიული შედეგი დადასტურებულია ბოლო წლებში ჩატარებული ექსპერიმენტული გამოკვლევებით.
Resumo:
ნიადაგში წყლისა და გახსნილი მარილის ინფილტრაციის განტოლებების რიცხვითი ინტეგრირების საშუალებით მოდელირდება ბიცობიანი ნიადაგის ზედა ფენის მარილიანობის შემცირების პრაქტიკაში გამოყენებული ერთ-ერთი მეთოდი. ნაჩვენებია, რომ მეთოდი ნიადაგის ფილტრაციის და დიფუზიის კოეფიციენტების გარკვეული მნიშვნელობებისა და 90 დღეღამის განმავლობაში სამჯერადი მორწყვის შემთხვევებში იწვევს ნიადაგის ზედა 70 სმ ფენის მარილიანობის შემცირებას.
Resumo:
წყლის ორთქლთან ადსორბციის მექანიზმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ტერეფტალმჟავის და მისი იზომერების ორთოფტალმჟავის და იზოფტალმჟავის მოლეკულების აღნაგობა იყო გამოკვლეული.
Resumo:
სტატიაში გაანალიზებულია საქართველოს მთიანი რეგიონის სუპერუჯრედიან კონვექციურ ღრუბლებზე მრავალწლიანი რადიოლოკაციური დაკვირვებების მონაცემები.
Resumo:
ჩატარებულია ქ.თბილისში 1984-2003 წლებში მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის საშუალო თვიური მნიშვნელობების ცვალებადობის დროითი რეგრესიული დამოკიდებულობის გამოკვლევა.
Resumo:
მინარევის გადატანა – დიფუზიის განტოლების რიცხვითი ინტეგრირების საშუალებით გამოკვლეულია ატმოსფეროში პასიური დამაბინძურებელი ნივთიერების შესაძლო გავრცელება კავკასიის რეგიონის ატმოსფეროსათვის დამახასიათებელი ოთხი ძირითადი ტიპის ონური დინების შემთხვევაში. მოდელირებისათვის აუცილებელი მეტეოროლოგიური ველების მნიშვნელობები გამოითვლებიან კავკასიაში ატმოსფერული პროცესების განვითარების რეგოინალური მოდელის საშუალებით. ნაჩვენებია, რომ რეგიონის რელიეფი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დამაბინძურებელი ნივთიერების გავრცელებაზე ატმოსფეროს სასაზღვრო ფენაში. შედგენილია მაქსიმალური კონცენტრაციების შესაძლო გადაადგილების სქემა დამაბინძურებელი ნივთიერების ღრუბლის სხვადასხვა საწყისი მდებარეობის შემთხვევაში.
Resumo:
1600-2000 წლებში დედამიწის ზედაპირზე გეომაგნიტური პოლუსების მიგრაციის კინემატიკის ანალიზის შედეგად მივდივართ დასკვნამდე, რომ დედამიწის მაგნიტური ველის წყარო (ჩვენი პლანეტის შიგნით გარე ბირთვსა და მანტიის საზღვარზე არსებული „ჰიდრომაგნიტური დინამო სისტემა“) აშკარად არასტაციონალურ რეჟიმში მუშაობს.
Resumo:
წარმოდგენილია ქ. თბილისში ატმოსფერული აეროზოლების ოპტიკური სისქის (AOD) საშუალოთვიური მნიშვნელობების სტატისტიკური მახასიათებლების ანალიზი დროის სხვადასხვა პერიოდისათვის.
Resumo:
წარმოდგენილია მონაცემები წყალტუბოს მღვიმეში რადიონის, მსუბუქი აეროიონების შემცველობისა და გამა-რადიაციული ფონის შესახებ. სხვადასხვა დარბაზში რადონის კონცენტრაცია იცვლება 307 დან 6905 ბკ/მ3-მდე, გამა-რადიაციული ფონი 45 დან 133 ნზე/სთ, ხოლო აეროიონების ჯამური შემადგენლობა 32000 დან 135000 იონი/სმ3-მდე.
Resumo:
შესწავლილია აღმოსავლეთ საქართველოს კახეთის რეგიონის ერთუჯრედიანი კონვექციური ღრუბლების რადიოექოს სტრუქტურა და განვითარების დინამიკა. გაანალიზებულია 352 ერთუჯრედიან ღრუბლებზე რადიოლოკაციური დაკვირვების მასალა და დადგენილია ასეთი კლასის ღრუბლების რადიოლოკაციური მახასიათებლების საშუალო და ექსტრემალური მნიშვნელობები.
Resumo:
ჩვენს მიერ შემოთავაზებული მეთოდი გეომაგნიტირი ღერძის პროექციის დრეიფი – დედამიწის ზედაპირზე, დედამიწის მერიდიანულ და ეკვატორულ სიბრტყეებში, დრეიფი – საუკუნითი ვარიაციის ფოკუსების, დედამიწის მთავარი მაგნიტური ველის არადიპოლური ნაწილის და გეომაგნიტური ველის (არქეომაგნიტური მონაცემებით) ასახავენ ერთი და იგივე მოვლენას – ჩვენი პლანეტის შიგნით გარე ბირთვსა და მანტიის საზღვარზე არსებული დედამიწის მაგნიტური ველის წყაროს (ან წყაროების) განუწყვეტლივ გადაადგილებას. რამდენიმე მეთოდით დედამიწის ველის წყაროს დრეიფის კომპლექსური შესწავლა ერთმანეთს ავსებს და საშუალებას გვაძლევს სრულფასოვნად გავიაზროთ მოვლენის ფიზიკური არსი.