2 resultados para Peculiarities
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
შავი ზღვის სანაპიროზე ანომალიური გეომაგნიტური ველის ძველი და ახალი მნიშვნელობების შედარების მიზნით ჩატარებულია პროფ. მ. ნოდიას 1936-38 წლების მაგნიტურ-საძიებო ექსპედიციების შედეგებისა და 2000-2005 წლებში გეოფიზიკის ინსტიტუტის საველე-საექსპედიციო რაზმის მიერ მიღებული მონაცემების შედარებითი ანალიზი. გამოყოფილია გურიის რეგიონული გეომაგნიტური ანომალიის შემადგენელი ელემენტები ომფარეთისა და წყალწმინდა-ურეკის ლოკალური ანომალიები. შესრულებულია ამ ანომალიებია ფართობითი მაგნიტური აგეგმვა და კონტურირება. თეორიულად შეფასებულია სანაპირო ზოლში განთავსებულ წყალწმინდა-ურეკის ანომალიაში დამაგნიტებული ქვიშის არაერთგვაროვანი წარმონაქმნების, ქედებისა და ცალკეული ბორცვების არსებობით გამოწვეული შესაძლო მაგნიტური ეფექტი. აღნიშნული ლოკალური მაგნიტური ანომალიების განსაკუთრებულად არაერთგვაროვანი, წვრილმასშტაბოვანი სტრუქტურა მიანიშნებს მათ კავშირზე სიღრმულ გეოლოგიურ სტრუქტურებთან.
Resumo:
ბაგინეთში, ქართლის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გამოიყოფა რამდენიმე საკმაოდ ფართო და გრძელი ტერასა, რომლებიც დაახლოებით 30 ჰექტარზე ვრცელდება. პირველ ტერასაზე, სადაც უკვე გამოვლენილი არქეოლოგიური ნაგებობები და შესაბამისი ელექტრული ანომალია დაახლოებით 750 კვ.მ-ია ჩატარდა დეტალური გეოფიზიკური კვლევა ძიების ელექტრული მეთოდით. კვლევის შედეგად გამოვლენილი ანომალური უბანი სხვა ანომალური უბნებისაგან განსხვავდება სიღრმეში განაწილების თავისებურებით, რაც მიწის ქვეშ დიდი არქეოლოგიური ნაგებობის არსებობაზე უნდა მიუთითებდეს.