12 resultados para Marquette University. Slavic Institute.
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია „ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური პრობლემები“ მიძღვნილია ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დაარსების 60 წლისთავისა და მისი პირველი დირექტორის, მეცნიერების გამოჩენილი ორგანიზატორის ვასილ ლომინაძის დაბადების 100 წლისთავისადმი.
Resumo:
წიგნში წარმოდგენილია თბილისში ფოტოქიმიური სმოგის და მისი ადამიანის ჯამრთელობაზე ზეგავლენის გამოკვლევების შედეგები, რომლებიც ტარდებოდა 2009-2012 წწ. პროექტ GNSF/ST/5-437-ის ფარგლებში.
Resumo:
მოყვანილია საკურორტო-ტურისტული პოტენციალის პასპორტის ძირითადი მაჩვენებლების აღწერილობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბიოკლიმატურ პარამეტრებს. მოყვანილია პრაქტიკული მაგალითები აღნიშნული პარამეტრების გამოყენებისა საქართველოს ზოგიერთი საკურორტო-ტურისტული რაიონების ბიოკლიმატური პირობების შესაფასებლად.
Resumo:
მოყვანილია წინასწარი კვლევების მონაცემები ჰაერის ექვივალენტური ეფექტური ტემპერატურის შესახებ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე.
Resumo:
გამოკვლეულია ჰაერის ტემპერატურის საშუალო წლიური მნიშვნელობების სტატისტიკური სტრუქტურა თბილისში და სანკტ-პეტერბურგში 1907-2006 წწ. ჩატარებულია ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი ცვლილებების სტატისტიკური პროგნოზირება ამავე ქალაქებისათვის 2056 წლამდე სამი მეთოდის გამოყენებით (წრფივი პროგნოზირება, პროგნოზირება გლუვი ფუნქციებით დაკვირვებათა რიგში ორი პერიოდულობის გათვალისწინებით, წრფივი პროგნოზირება ერთი პერიოდულობის
Resumo:
შესწავლილია თბილისში ატმოსფეროს აეროზოლური ოპტიკური სისქის და კისლოვოდსკში ატმოსფეროს გამჭვირვალობის კოეფიციენტის მნიშვნელობების დროითი რიგების სტატისტიკური სტრუქტურა 1941-1990 წწ.
Resumo:
ჩატარებულია საშიში ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების დინამიკისა და მათთან ბრძოლის მეთოდების თანამედროვე მდგომარეობის ანალიზი. ნაჩვენებია ამ პროცესებისაგან მიყენებული ეკონომიკური და ფიზიკური ზარალის მატება საქართველოში და საზღვარგარეთ. შემოთავაზებულია აღდგეს ორ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ შეწყვეტილი პრაქტიკული სამუშაოები ატმოსფერული პროცესების რეგულირების დარგში, და პირველ რიგში, სეტყვის საწინაამდეგო სამუშაოები კახეთში.
Resumo:
წარმოდგენილია მონაცემები თბილისის ჰაერის მიწისპირა ფენაში 2010-2011 წწ. მსუბუქი იონების ჯამური კონცენტრაციის შესახებ.შესწავლილია ატმოსფეროში მსუბუქი იონების კონცენტრაციის თვიური და დღიური სვლა. აგებულია მსუბუქი იონების კონცენტრაციის განაწილების ფუნქცია წლის სხვადასხვა სეზონისათვის.
Resumo:
ჩატარებულია გეოფიზიკის და ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტების ერთობლივი მრავალწლიანი სამუშაოების ანალიზი საქართველოში ატმოსფერული გამოკვლევების დარგში. გათვალისწინებულია მომავალში აღნიშნული ერთობლივი გამოკვლევების გაგრძელება, აგრეთვე ძალების გაერთიანება ახალი სამეცნიერო და გამოყენებითი ამოცანების გადასაჭრელად.
Resumo:
ჩატარებულია მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის (მოკ) ცვალებადობის ანალიზი რუისპირში დიდ (სდფ) და პატარა ფართობებზე სეტყვიანობის დროს. გამოვლენილია, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც სეტყვა არ მოდის ელჭექის პროცესების დროს, დაკვირვების პუნქტის თავზე, სადაც იზომება მოკ, ჭავლური ნაკადი არ დაიკვირვება. ალაზნის ველის პირობებში, თუ ატმოსფეროში წარმოიქმნა ჭავლური ნაკადი და ამავე დროს მოკ არის კარგი ამინდის დონეზე ან მასზე ნაკლები, უნდა ველოდოთ სდფ.
Resumo:
გამოკვლეულია მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის (მოკ) საშუალო წლიური, ნახევარწლიური და თვიური მნიშვნელობების ცვალებადობის სტატისტიკური სტრუქტურა თბილისში 1984-2012 წწ.