3 resultados para Ionosphere.
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
30-40 წლების ჩეპმენის, ჰალბარტის, ფერაროს ნაშრომებიდან დაწყებული და ბოლო გამოკვლევებით დამთავრებული წარმოდგენილ მიმოხილვით ნაშრომში გაანალიზებული და განხილულია გადატანითი პროცესებისა და ელექტრონ-იონური გაზის სიმაღლის მიხედვით განაწილების ანალიზური კვლევების შედეგები ქვედა და ზედა შუაგანედურ იონოსფეროში. დღეისთვის ძნელია რომელიმე ნაშრომის დასახელება, სადაც გაანალიზებულია იონოსფეროს F-ფენის ყველა ძირითადი თვისება, დინამიკური რეჟიმი და სხვა მოვლენა, რომელიც იქ მიმდინარეობს. ნაშრომში შედარებით სრულადაა წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნის თეორეტიკოსის წვლილი იონოსფერული პლაზმის F-ფენის ამბიპოლარულ დიფუზიაში. ავტორების მიერ მიღებული ძირითადი თეორიული შედეგი დადასტურებულია ბოლო წლებში ჩატარებული ექსპერიმენტული გამოკვლევებით.
Resumo:
მსოფლიო ქსელის იონოსფერული სადგურების კრიტიკული სიხშირეების - fmin f0E, f0El, f0F2, დედამიწის ეკვატორთან ახლომდებარე გეომაგნიტური ობსერვატორიების (რომლებიც მოიცავენ ჩრდილოეთისა და სამხრეთის განედებს j≈±300-ს) დედამიწის მაგნიტური ველის X მდგენელისა და დედამიწის ახლომდებარე კოსმოსურ სივრცეში განხორციელებული ექსპერიმენტების კვლევის შედეგები, ერთობრივი კომპლექსური ანალიზი.
Resumo:
გამოკვლეულია იონოსფეროს E-ფენის სუსტად იონიზირებულ პლაზმაში გავრცელებული მცირე ტალღური შეშფოთებების შესაბამისი დისპერსიული თანაფარდობა. გათვალისწინებულია ჩვეულებრივი და მაგნიტური სიბლანტის დისიპაციური ეფექტი, რაც იწვევს ალვენის განივი ტალღის ტიპის ნელი მჰდ ტალღების სიხშირული სპექტრის ცვლილებას. იონოსფეროს მოცემული არის მჰდ პარამეტრების ცვლილების მახასიათებელი ინტერვალებისათვის დადგენილია ტალღური რიცხვის ის სიდიდე გეომაგნიტური ველის ვერტიკალური კომპონენტის მიმართულებით, რომლის ზემოთაც მოხდება დროში შეშფოთებების მაქსიმალური მილევა.