3 resultados para Gibbs phenomenon
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
თბილისში მსუბუქი იონების, რადონის და გალაქტიკური კოსმოსური სხივების ნეიტრონული კომპონენტის ინტენსივობის 2009-2010 წლებში კომპლექსური მონიტორინგის მონაცემების მიხედვით გამოვლენილია მაიონიზებელი გამოსხივების ინტენსივობისა და ატმოსფეროში მსუბუქი იონების შემცველობის უკუკავშირის ეფექტი.
Resumo:
ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოს ტერიტორიაზე ცალკეული მონაკვეთებისათვის არსებული მასალების განზოგადებისა და საველე გეოლოგიურ-გემორფოლოგიური და სეისმოტექნიკური გამოკვლევების რეზულტატები. ამ გამოკვლევების შედეგად გამოვლენილ იქნა აქამდე უცნობი სრულიად ახალგაზრდა ტექტონიკური დეფორმაციული, როგორც ტერასულ დანალექ, ასევე ძირითად კლდოვან ქანებში და მათთან დაკავშირებული სეისმოგენური მეწყერულ-გრავიტაციული წარმონაქმნები.
Resumo:
მაგნიტოსფეროს შუბლა არეში საპლანეტათაშორისო მაგნიტური ველისა და გეომაგნიტური ველის სასაზღვრო ძალწირების გადაერთების მოვლენის მოდელირებისათვის გამოყენებულია ალგებრული მრუდების თეორია. გადაერთების შემდეგ მიღებული მაგნიტური ველის ტოპოლოგიური სურათის მიხედვით, სავალდებულო არ არის მაგნიტოსფეროს საზღვრის ეროზია და მისი შიდა სტრუქტურების შეშფოთების გამომწვევი ენერგეტიკული არხის გახსნა.