19 resultados para Georgian poetry.
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
წარმოდგენილია შავი ზღვის რეგიონალური ცირკულაციის, ტემპერატურისა და მარილიანობის ველების ზოგიერთი პროგნოზის შედეგი შავი ზღვის საქართველოს სექტორისათვის. პროგნოზის გათვლისათვის საჭირო მონაცემები – საწყისი სამგანზომილებიანი ველები და პროგნოზული ველები თხევად საზღვარსა და ზღვის ზედაპირზე მიიღება ოპერატიულად ინტერნეტის საშუალებით ზღვის ჰიდროფიზიკის ინსტიტუტიდან. გათვლილი პროგნოზების შედეგების ანალიზმა აჩვენა რომ მოდელის გარჩევისუნარიანობის მაღალი ხარისხი მნიშვნელოვანი ფაქტორია ზღვის სანაპირო ზოლში ფორმირებული მცირე ზომის გრიგალების იდენტიფიკაციისათვის.
Resumo:
ქანების ელექტროწინაღობის ტემპერატურაზე დამოკიდებულების P(T) ექსპერიმენტალურ მონაცემებზე დაყრდნობით აგებული „ლაბორატორიული“ გეოელექტრული ჭრილი საქართველოს ტერიტორიის დედამიწის ქერქისათვის მიგვანიშნებს, რომ წინაღობის სიღრმეზე დამოკიდებულების სვლაში გადამწყვეტი როლი მიეკუთვნება ტემპერატურას და არა ქანების ნივთიერ შემადგენლობას, ნაშრომში მოყვანილი სიღრმეებისათვის.
Resumo:
კვლევა მოიცავს შოთა რუსთაველის პოემის, ვეფხისტყაოსნის თარგმანების არსებობას ევროპის ეროვნული ბიბლიოთეკების კატალოგებში და WorldCat-ში.
Resumo:
განხილულია ჰავის განმსაზღვრელი ზოგიერთი პარამეტრის: თავისუფალ ატმოსფეროში ტემპერატურის და ტენშემცველობის ვერტიკალური განაწილების, ატმოსფეროში აეროზოლებისა და ოზონის შემცველობის, რადიაციის და ნიადაგის ზედაპირის ტემპერატურის რეჟიმი საქართველოს ტერიტორიაზე და მათი ცვალებადობა გლობალური ჰავის თანამედროვე დათბობის ფონზე. წიგნი გამიზნულია რეგიონალური ჰავის რეჟიმის და ამ რეჟიმის ცვლილებებით დაინტერესებულ პირთათვის.
Resumo:
მონოგრაფია შეიქმნა სამეცნიერო პროექტის - „აულის ენები - კაცობრიობის არსებობის გონითი ფორმები - გლობალიზაციის პირობებში (წოვათუშურ-ქართული ორენოვნების მასალების მიხედვით)“ - ფარგლებში
Resumo:
საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია „ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური პრობლემები“ მიძღვნილია ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დაარსების 60 წლისთავისა და მისი პირველი დირექტორის, მეცნიერების გამოჩენილი ორგანიზატორის ვასილ ლომინაძის დაბადების 100 წლისთავისადმი.
Resumo:
Рассмотрены три метода статистического прогнозирования ожидаемых изменений среднегодовой температуры воздуха в Тбилиси на ближайшие 50 лет до 2056 года (линейное прогнозирование, прогнозирования сглаженных функций с учетом двух периодичностей в ряде наблюдений, линейное прогнозирование с учетом одной периодичности в ряде наблюдений).
Resumo:
მოყვანილია საკურორტო-ტურისტული პოტენციალის პასპორტის ძირითადი მაჩვენებლების აღწერილობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბიოკლიმატურ პარამეტრებს. მოყვანილია პრაქტიკული მაგალითები აღნიშნული პარამეტრების გამოყენებისა საქართველოს ზოგიერთი საკურორტო-ტურისტული რაიონების ბიოკლიმატური პირობების შესაფასებლად.
Resumo:
მოყვანილია წინასწარი კვლევების მონაცემები ჰაერის ექვივალენტური ეფექტური ტემპერატურის შესახებ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე.
Resumo:
გამოკვლეულია ჰაერის ტემპერატურის საშუალო წლიური მნიშვნელობების სტატისტიკური სტრუქტურა თბილისში და სანკტ-პეტერბურგში 1907-2006 წწ. ჩატარებულია ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი ცვლილებების სტატისტიკური პროგნოზირება ამავე ქალაქებისათვის 2056 წლამდე სამი მეთოდის გამოყენებით (წრფივი პროგნოზირება, პროგნოზირება გლუვი ფუნქციებით დაკვირვებათა რიგში ორი პერიოდულობის გათვალისწინებით, წრფივი პროგნოზირება ერთი პერიოდულობის
Resumo:
შესწავლილია თბილისში ატმოსფეროს აეროზოლური ოპტიკური სისქის და კისლოვოდსკში ატმოსფეროს გამჭვირვალობის კოეფიციენტის მნიშვნელობების დროითი რიგების სტატისტიკური სტრუქტურა 1941-1990 წწ.
Resumo:
ჩატარებულია საშიში ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების დინამიკისა და მათთან ბრძოლის მეთოდების თანამედროვე მდგომარეობის ანალიზი. ნაჩვენებია ამ პროცესებისაგან მიყენებული ეკონომიკური და ფიზიკური ზარალის მატება საქართველოში და საზღვარგარეთ. შემოთავაზებულია აღდგეს ორ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ შეწყვეტილი პრაქტიკული სამუშაოები ატმოსფერული პროცესების რეგულირების დარგში, და პირველ რიგში, სეტყვის საწინაამდეგო სამუშაოები კახეთში.
Resumo:
წარმოდგენილია მონაცემები თბილისის ჰაერის მიწისპირა ფენაში 2010-2011 წწ. მსუბუქი იონების ჯამური კონცენტრაციის შესახებ.შესწავლილია ატმოსფეროში მსუბუქი იონების კონცენტრაციის თვიური და დღიური სვლა. აგებულია მსუბუქი იონების კონცენტრაციის განაწილების ფუნქცია წლის სხვადასხვა სეზონისათვის.