3 resultados para Geophysical methods
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
მდინარე მტკვარზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის რაიონის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების გამოკვლევა გეოფიზიკური მეთოდებით გეოფიზიკური გამოკვლევების შედეგად შესწავლილია მდ. მტკვარზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის რაიონის საინჟინრო-გეოლოგიური პირობები. დადგენილია იქ გავრცელებული ნალექების სიმძლავრეები და ფიზიკური პარამეტრები. გამოვლენილია მეწყრული და პოტენციურად მეწყერსაშიში უბნები და დადგენილია მათში ფილტრაციის გაბატონებული მიმართულება. შეფასებულია ჰეს მშენებლობის რაიონის სეისმურობა.
Resumo:
სტატიაში მოცემულია დურუჯის აუზში სელური ნალექების სიმძლავრის, ფრაქციული დიფერენციაციის, გაწყლიანების ხარისხის, ძირითადი ქანების ლითოლოგიური არაერთგვაროვნების, მიკროტექტონიკური სურათის დაზუსტება და მიწისქვეშა ფილტრაციული ნაკადის გაბატონებული მიმართულების დადგენა ძიების გეოფიზიკური (გეოელექტრული და სეისმომეტრიული) მეთოდებით.
Resumo:
საინჟინრო-გეოფიზიკური გამოკვლევების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ფოლადაურის აუზში მეოთხეული ნალექების დანაწევრება ნივთიერი შედგენილობისა და გაწყლიანების ხარისხის მიხედვით.