8 resultados para Geomagnetic Storm
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
1600-2000 წლებში დედამიწის ზედაპირზე გეომაგნიტური პოლუსების მიგრაციის კინემატიკის ანალიზის შედეგად მივდივართ დასკვნამდე, რომ დედამიწის მაგნიტური ველის წყარო (ჩვენი პლანეტის შიგნით გარე ბირთვსა და მანტიის საზღვარზე არსებული „ჰიდრომაგნიტური დინამო სისტემა“) აშკარად არასტაციონალურ რეჟიმში მუშაობს.
Resumo:
ჩვენს მიერ შემოთავაზებული მეთოდი გეომაგნიტირი ღერძის პროექციის დრეიფი – დედამიწის ზედაპირზე, დედამიწის მერიდიანულ და ეკვატორულ სიბრტყეებში, დრეიფი – საუკუნითი ვარიაციის ფოკუსების, დედამიწის მთავარი მაგნიტური ველის არადიპოლური ნაწილის და გეომაგნიტური ველის (არქეომაგნიტური მონაცემებით) ასახავენ ერთი და იგივე მოვლენას – ჩვენი პლანეტის შიგნით გარე ბირთვსა და მანტიის საზღვარზე არსებული დედამიწის მაგნიტური ველის წყაროს (ან წყაროების) განუწყვეტლივ გადაადგილებას. რამდენიმე მეთოდით დედამიწის ველის წყაროს დრეიფის კომპლექსური შესწავლა ერთმანეთს ავსებს და საშუალებას გვაძლევს სრულფასოვნად გავიაზროთ მოვლენის ფიზიკური არსი.
Resumo:
მსოფლიო ქსელის იონოსფერული სადგურების კრიტიკული სიხშირეების - fmin f0E, f0El, f0F2, დედამიწის ეკვატორთან ახლომდებარე გეომაგნიტური ობსერვატორიების (რომლებიც მოიცავენ ჩრდილოეთისა და სამხრეთის განედებს j≈±300-ს) დედამიწის მაგნიტური ველის X მდგენელისა და დედამიწის ახლომდებარე კოსმოსურ სივრცეში განხორციელებული ექსპერიმენტების კვლევის შედეგები, ერთობრივი კომპლექსური ანალიზი.
Resumo:
ახალი გეომაგნიტური და გეოლოგიური ინფორმაციების საფუძველზე დადგენილია, რომ წითელწყაროს მაგნიტური ანომალიის წყაროა ბაიოსის პორფირიტული წყების ქანები. ამასთან ერთად, გამოთქმულია მოსაზრება საკვლევი რეგიონის გეოტექნიკური განვითარების და მაგნიტური ანომალიის წარმოშობის გეოლოგიური ისტორიის შესახებ.
Resumo:
ცოცხალი ორგანიზმი და გარემო წარმოადგენს ურთულეს დინამიურ სისტემებს, რომლებიც მუდმივ და მჭიდრო ურთიერთკავშირში იმყოფებიან. არსებობს მოსაზრება, რომ ძირითად ფიზიკურ ფაქტორად, რომლის საშუალებითაც ხდება გავლენა ცოცხალ ორგანიზმებზე ხორციელდება მზის აქტივობით გამოწვეული დედამიწის მაგნიტური ველის დაძაბულობის ცვლილებით, და ის ფაქტი, რომ ცოცხალ ორგანიზმებზე მოქმედებენ, როგორც ხელოვნური, ასევე ბუნებრივი მაგნიტური ველები.
Resumo:
გეომაგნიტური ქარიშხლის დასაწყისი ფაზის (DCF-აღრევების) პერიოდში, საპლანეტათაშორისო სივრცისა და გეომაგნიტური აქტივობის D – ინდექსის ერთობლივი ანალიზის შედეგად მიღებული დებულებები.
Resumo:
საუბარია გეომაგნიტური ქარიშხლებისა (გქ) და კოსმიურ სხივებში ფორბუშ დაცემის (ფდ) ჯგუფების და საპლანეტათშორისო სივრცის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგენილ სხავა და სხვა კვლევების შედეგებზე.
Resumo:
წარმოდგენილია ჰაერის ექვივალენტურ - ეფექტური ტემპერატურის (ჰაერის ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობის და ქარის სიჩქარის კომბინაცია) საშუალო თვიური მნიშვნელობების და მაგნიტური ქარიშხლების თვიური ხანგრძლივობის ქ. თბილისის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის გამოკვლევის შედეგები.