6 resultados para GEOGRAPHY TEXTBOOKS
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
განხილულია ჰავის განმსაზღვრელი ზოგიერთი პარამეტრის: თავისუფალ ატმოსფეროში ტემპერატურის და ტენშემცველობის ვერტიკალური განაწილების, ატმოსფეროში აეროზოლებისა და ოზონის შემცველობის, რადიაციის და ნიადაგის ზედაპირის ტემპერატურის რეჟიმი საქართველოს ტერიტორიაზე და მათი ცვალებადობა გლობალური ჰავის თანამედროვე დათბობის ფონზე. წიგნი გამიზნულია რეგიონალური ჰავის რეჟიმის და ამ რეჟიმის ცვლილებებით დაინტერესებულ პირთათვის.
Resumo:
თბილისში მსუბუქი იონების, რადონის და გალაქტიკური კოსმოსური სხივების ნეიტრონული კომპონენტის ინტენსივობის 2009-2010 წლებში კომპლექსური მონიტორინგის მონაცემების მიხედვით გამოვლენილია მაიონიზებელი გამოსხივების ინტენსივობისა და ატმოსფეროში მსუბუქი იონების შემცველობის უკუკავშირის ეფექტი.
Resumo:
მოყვანილია ექვივალენტურ-ეფექტური ტემპერატურის საშუალოთვიური მნიშვნელობების ფარდობითი ანალიზი საქართველოსა და ბრაზილიის (ალაგოასის შტატი) 8 ქალაქისათვის.
Resumo:
შესწავლილია ხილვადობის სიშორის სტატისტიკური სტრუქტურა თბილისში 1980-დან 2008 წლამდე პერიოდისათვის. გამოყენებულია საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის მონაცემები ხილვადობის სხვადასხვა ბალიანობის მქონე დღეების რიცხვის შესახებ წელიწადში 9, 12 და 15 საათზე დაკვირვებებისათვის.
Resumo:
მოყვანილია ქალაქ თბილისში 1984-დან 2010 წლებში მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის საშუალო ნახევარწლიური და წლიური მონაცემების დეტალური სტატისტიკური ანალიზის შედეგები.
Resumo:
წარმოდგენილია მიწისპირა ოზონის საშუალოწლიური მონაცემების და სხვადასხვა ბალიანობის ხილვადობის სიშორის მქონე დღეების რიცხვს შორის კორელაციური და რეგრესიული კავშირის გამოკვლევის შედეგები 9, 12 და 15 საათზე დაკვირვებებისათვის.