6 resultados para EARTHQUAKES
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
განხილულია საქართველოს პირობებში მიწისძვრების ეფექტი ნიადაგის რადონის შემცველობის და ჰაერის ელექტროგამტარობის ცვალებადობაში
Resumo:
ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოს ტერიტორიაზე ცალკეული მონაკვეთებისათვის არსებული მასალების განზოგადებისა და საველე გეოლოგიურ-გემორფოლოგიური და სეისმოტექნიკური გამოკვლევების რეზულტატები. ამ გამოკვლევების შედეგად გამოვლენილ იქნა აქამდე უცნობი სრულიად ახალგაზრდა ტექტონიკური დეფორმაციული, როგორც ტერასულ დანალექ, ასევე ძირითად კლდოვან ქანებში და მათთან დაკავშირებული სეისმოგენური მეწყერულ-გრავიტაციული წარმონაქმნები.
Resumo:
მიწისძვრის დროს გამოთავისუფლებული ენერგიის სიდიდე შეიძლება მიღებულ იქნეს დეფორმაციის კომპონენტების სიდიდეების გამოყენებით. მნიშვნელოვანი დეფორმოგრაფიული ჩანაწერები იქნქ მიღებული თბილისის მიმოქცევების მიწისქვეშა ლაბორატორიაში ფარავნის (13.5.1986) და სპიტაკის (1.12.1988) მიწისძვრებისათვის.
Resumo:
მნიშვნელოვანი დახრმზომითი ჩანაწერები იქნა მიღებული თბილისის მიწისქვეშა მიმოქცევით ლაბორატორიაში რამდენიმე ახალი ძლიერი მიწისძვრისათვის. შეფასებულ იქნა ნარჩენი დახრები, რომელთა შედარებით, რღვევის გარკვეულ თეორიულ მოდელთან საშუალება მოგვეცა გამოგვეთვალა რღვევის სიგრძე კერაში.
Resumo:
ძლიერი მიწისძვრებით გამოწვეული ნარჩენი გადაადგილებების, დეფორმაციების და დახრების გამოსათვლელად გამოყენებულია სტეკეტის, ჩინერის და მარუიამის მიერ შემოთავაზებული რღვევების დისლოკაციის თეორია.
Resumo:
ნაშრომში შესწავლილია პლანეტებისა და მათი წყვილების ცის თაღზე განაწილება კავკასიის ძლიერი მიწისძვრების მოხდენის მომენტში.