1 resultado para Deep Geological Repository

em Georgian Library Association, Georgia


Relevância:

80.00% 80.00%

Publicador:

Resumo:

გარდატეხილი ტალღების კორელაციური და არეკვლილი ტალღების საერთო სიღრმული წერტილის მეთოდების მიხედვით აგებულია ლისი-დუშეთის პროფილის სეისმოგეოლოგიური ჭრილი. მასში გამოყოფილი ჰორიზონტების ასაკობრივი დონეები და ლითოფაციალური აგებულება, ძირითადად, განსაზღვრულია ლისისა და ბიწმინდის ჭაბურღილების მონაცემებით. ამასთან, ჭრილი სეისმოტომოგრაფიულად მიბმულია შინდისისა და ქიწნისის ჭაბურღილებთან. აგებულია ლისი-დუშეთის პროფილის სეისმოტომოგრაფილი ჭრილი, სადაც ნათლად გამოიყოფა დანალექი ფორმაციების სიმძლავრეები და გავრცელების კონტურები, რაც კარგ თანხვედრაშია სეისმოგეოლოგიურ ჭრილთან.