3 resultados para Cave paintings.
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
წარმოდგენილია მონაცემები წყალტუბოს მღვიმეში რადიონის, მსუბუქი აეროიონების შემცველობისა და გამა-რადიაციული ფონის შესახებ. სხვადასხვა დარბაზში რადონის კონცენტრაცია იცვლება 307 დან 6905 ბკ/მ3-მდე, გამა-რადიაციული ფონი 45 დან 133 ნზე/სთ, ხოლო აეროიონების ჯამური შემადგენლობა 32000 დან 135000 იონი/სმ3-მდე.
Resumo:
ყუმისთავის კარსტული მღვიმე შესწავლილია ძიების ელექტრომეტრული მეთოდებით – ვერტიკალური ელექტრული ზონდირება, სიმეტრიული ელექტროფილირება, ბუნებრივი ელექტრული ველის მეთოდი. გამოკვლევების შედეგები ერთმანეთს კარგად ემთხვევა. ჩატარებული კვლევების შედეგად მღვიმეში და მის გასწვრივ დღიურ ზედაპირზე გამოვლენილია ნაპრალთა სისტემები, რომლებიც ქმნიან საკმაოდ მძლავრ გათხიერებულ ზონებს და გამოყოფენ სხვადასხვა სიდიდის გავრცელების ბლოკებს. ყუმისთავის კარსტული მღვიმე ექსპლუატაციის თვალსაზრისით საკმაოდ მაღალი რისკის ობიექტს წარმოადგენს.
Resumo:
ნაშრომში მოყვანილია წყალტუბოს მღვიმის ჰაერში მსუბუქი იონების, ასევე რადონისა და მისი დაშლის პროდუქტების შემადგენლობის კვლევის წინასწარი შედეგები. მოცემულია მღვიმის ზოგიერთი მიკროკლიმატური მახასიათებლები (ჰაერის ტემპერატურა, სინოტივე, ჰაერში აეროზოლებისა და ოზონის შემცველობა). დასაბათუბელია მღვიმის ტურისტულ საექსკურსიო და სამკურნალო მიზნით გამოყენების შესაძლებლობა. განკუთვნილია მეცნიერ მუშაკებისათვის, ინჟინრებისათვის, ექიმებისათვის, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებული არიან სპელოგიის, სპელეოთერაპიის, კლიმატოლოგიის, ატმოსფეროს ფიზიკის, ეკოლოგიის, რადიომეტრიის, რადიოლოგიის პრობლემებთან.