3 resultados para Caspian tern.

em Georgian Library Association, Georgia


Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტში დამუშავებული საშუალო მასშტაბის ატმოსფერული პროცესები რეგიონალური მოდელის გამოყენებით რიცხობრივად გამოიკვლევა მეტეოროლოგიური ველების განაწილებით, რომლებიც გამოწვეულია ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი ნაწილის, შავი და კასპიის ზღვების და მათ ირგვლივ არსებული რელიეფით, აღმოსავლეთით მოძრავ ციკლონურ და ანტიციკლონურ გრიგალებში.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

მძლავრი ვერტიკალური წანაცვლებები მანტიაში წარმოიქმნა, დანალექ ფენაში კი ის უმნიშვნელოა. იგულისხმება, რომ ოკეანე „ტეტისის“ გამეჩხერება დაკავშირებულია მანტიასა და ქერქში ვერტიკალურ თერმომონაცვლებათა პროცესთან. შესაძლოა, რომ უგრანიტო ფენის წარმოქმნა შავ ზღვაში და კასპიის ზღვის ღრმა ნაწილში ამ პერიოდში ამოზევებას და გადარეცხვას უკავშირდება. რღვევები მოხოს ზედაპირზე წარმოიქმნება, გრძელდება „ბაზალტში“, ინტენსიურად ვითარდება „გრანიტში“ და დღემდე არსებობს დანალექ ფენში, რაც რეგიონში თანამედროვე მიწისძვრებს განაპირობებს.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ატმოსფეროს ჰიდროდინამიკის არადიაბატური არასტაციონარული განტოლებათა სისტემის რიცხვით ინტეგრირების საშუალებით შესწავლილია კავკასიის რეგიონის რელიეფის გავლენა ქარის განაწილებაზე შავი ზღვის აღმოსავლეთ და კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროების მიდამოებში. ნაჩვენებია, რომ რელიეფის ზემოქმედებამ ოთხი ძირითადი ტიპის ფონურ დინებაზე შეიძლება გამოიწვიოს ქარის სიჩქარის მნიშვნელოვანი ცვლილება ატმოსფეროს სასაზღვრო ფენაში და წარმოშვას სანაპირო ზოლის მიდამოებში ქარის მეზომასშტაბური სტრუქტურები.