3 resultados para CHSE-214
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
ატმოსფეროს ჰიდროდინამიკის არადიაბატური არასტაციონარული განტოლებათა სისტემის რიცხვით ინტეგრირების საშუალებით შესწავლილია კავკასიის რეგიონის რელიეფის გავლენა ქარის განაწილებაზე შავი ზღვის აღმოსავლეთ და კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროების მიდამოებში. ნაჩვენებია, რომ რელიეფის ზემოქმედებამ ოთხი ძირითადი ტიპის ფონურ დინებაზე შეიძლება გამოიწვიოს ქარის სიჩქარის მნიშვნელოვანი ცვლილება ატმოსფეროს სასაზღვრო ფენაში და წარმოშვას სანაპირო ზოლის მიდამოებში ქარის მეზომასშტაბური სტრუქტურები.
Resumo:
ჩატარებულია ჰაერის ექვივალენტურ - ეფექტური ტემპერატურის (ჰაერის ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობის და ქარის სიჩქარის კომბინაცია) ვარიაციების დაწვრილებითი სტატისტიკური ანალიზი თბილისში 1957 დან 2006 წლამდე პერიოდისათვის.