4 resultados para Bouguer Anomaly
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
შავი ზღვის სანაპიროზე ანომალიური გეომაგნიტური ველის ძველი და ახალი მნიშვნელობების შედარების მიზნით ჩატარებულია პროფ. მ. ნოდიას 1936-38 წლების მაგნიტურ-საძიებო ექსპედიციების შედეგებისა და 2000-2005 წლებში გეოფიზიკის ინსტიტუტის საველე-საექსპედიციო რაზმის მიერ მიღებული მონაცემების შედარებითი ანალიზი. გამოყოფილია გურიის რეგიონული გეომაგნიტური ანომალიის შემადგენელი ელემენტები ომფარეთისა და წყალწმინდა-ურეკის ლოკალური ანომალიები. შესრულებულია ამ ანომალიებია ფართობითი მაგნიტური აგეგმვა და კონტურირება. თეორიულად შეფასებულია სანაპირო ზოლში განთავსებულ წყალწმინდა-ურეკის ანომალიაში დამაგნიტებული ქვიშის არაერთგვაროვანი წარმონაქმნების, ქედებისა და ცალკეული ბორცვების არსებობით გამოწვეული შესაძლო მაგნიტური ეფექტი. აღნიშნული ლოკალური მაგნიტური ანომალიების განსაკუთრებულად არაერთგვაროვანი, წვრილმასშტაბოვანი სტრუქტურა მიანიშნებს მათ კავშირზე სიღრმულ გეოლოგიურ სტრუქტურებთან.
Resumo:
მსოფლიო ქსელის იონოსფერული სადგურების კრიტიკული სიხშირეების - fmin f0E, f0El, f0F2, დედამიწის ეკვატორთან ახლომდებარე გეომაგნიტური ობსერვატორიების (რომლებიც მოიცავენ ჩრდილოეთისა და სამხრეთის განედებს j≈±300-ს) დედამიწის მაგნიტური ველის X მდგენელისა და დედამიწის ახლომდებარე კოსმოსურ სივრცეში განხორციელებული ექსპერიმენტების კვლევის შედეგები, ერთობრივი კომპლექსური ანალიზი.
Resumo:
მოცემულია წყალწმინდა-ურეკის საკურორტო ზონაში ჩატარებული მაგნიტომეტრიული და ელექტრომეტრიული გაზომვების გეოფიზიკური ინტერპრეტაციის შედეგები, რომელთა საფუძველზეც ჩატარებულია ამ ლოკალური მაგნიტური ანომალიის თვისობრივი ანალიზი.
Resumo:
ახალი გეომაგნიტური და გეოლოგიური ინფორმაციების საფუძველზე დადგენილია, რომ წითელწყაროს მაგნიტური ანომალიის წყაროა ბაიოსის პორფირიტული წყების ქანები. ამასთან ერთად, გამოთქმულია მოსაზრება საკვლევი რეგიონის გეოტექნიკური განვითარების და მაგნიტური ანომალიის წარმოშობის გეოლოგიური ისტორიის შესახებ.