5 resultados para BLACK-SEA RED

em Georgian Library Association, Georgia


Relevância:

80.00% 80.00%

Publicador:

Resumo:

განხილულია მთელ შავ ზღვასა და ზღვის აუზის საქართველოს სექტორში მიმდინარე დინამიკური პროცესების მოდელირების ზოგიერთი შედეგები შავი ზღვის ზოგადი (4,9 კმ სივრცითი გარჩევისუნარიანობით) და რეგიონალური (1 კმ სივრცითი გარჩევისუნარიანობით) ცირკულაციის ბაროკლინური პროგნოსტიკული მოდელების საფუძველზე, რომლებიც განვითარებულია მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტში.

Relevância:

80.00% 80.00%

Publicador:

Resumo:

განიხილება ამოცანების ორი ტიპი, რომლებიც დაკავშირებულია ზღვის აუზში მინარევების გავრცელებასთან: (ა) მინარევის კონცენტრაციის ველის გათვლა წყაროს ცნობილი ადგილმდებარეობისა და სიმძლავრის მიხედვით და (ბ) წყაროს ადგილმდებარეობის დადგენა ზღვის აუზის ზოგიერთ წერტილებში მინარევის ცნობილი კონცენტრაციების მიხედვით.

Relevância:

80.00% 80.00%

Publicador:

Resumo:

ნაშრომში მოყვანილია სითბური ნაკადის და ტემპერეტურის განაწილება შავი ზღვის აკვატორიის აღმოსავლეთ ნაწილის და მიმდებარე ტერიტორიის ქერქისთვის. მიღებული შედეგები წარმოდგენილია სითბური ნაკადების და სიღრმული ტემპერატურების რუკების სახით.

Relevância:

80.00% 80.00%

Publicador:

Resumo:

წარმოდგენილია შავი ზღვის რეგიონალური ცირკულაციის, ტემპერატურისა და მარილიანობის ველების ზოგიერთი პროგნოზის შედეგი შავი ზღვის საქართველოს სექტორისათვის. პროგნოზის გათვლისათვის საჭირო მონაცემები – საწყისი სამგანზომილებიანი ველები და პროგნოზული ველები თხევად საზღვარსა და ზღვის ზედაპირზე მიიღება ოპერატიულად ინტერნეტის საშუალებით ზღვის ჰიდროფიზიკის ინსტიტუტიდან. გათვლილი პროგნოზების შედეგების ანალიზმა აჩვენა რომ მოდელის გარჩევისუნარიანობის მაღალი ხარისხი მნიშვნელოვანი ფაქტორია ზღვის სანაპირო ზოლში ფორმირებული მცირე ზომის გრიგალების იდენტიფიკაციისათვის.

Relevância:

80.00% 80.00%

Publicador:

Resumo:

ატმოსფეროს ჰიდროდინამიკის არადიაბატური არასტაციონარული განტოლებათა სისტემის რიცხვით ინტეგრირების საშუალებით შესწავლილია კავკასიის რეგიონის რელიეფის გავლენა ქარის განაწილებაზე შავი ზღვის აღმოსავლეთ და კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროების მიდამოებში. ნაჩვენებია, რომ რელიეფის ზემოქმედებამ ოთხი ძირითადი ტიპის ფონურ დინებაზე შეიძლება გამოიწვიოს ქარის სიჩქარის მნიშვნელოვანი ცვლილება ატმოსფეროს სასაზღვრო ფენაში და წარმოშვას სანაპირო ზოლის მიდამოებში ქარის მეზომასშტაბური სტრუქტურები.