4 resultados para AZTI-2004-1

em Georgian Library Association, Georgia


Relevância:

80.00% 80.00%

Publicador:

Resumo:

კახეთის რეგიონებისათვის აგებულია: 1. საშუალოდ სეზონში მოსალოდნელი სეტყვის შემთხვევების განაწილების ველი; 2. საშუალოდ სეზონში მინიმალურად მოსალოდნელი სეტყვის შემთხვევების განაწილების ველი. მიღებულია რეგრესის განტოლება, რომელიც დამაკმაყოფილებლად აღწერს სიდიდეთა განაწილების ველს კახეთის რეგიონისათვის. შემუშავებულია მარტივი რადიოლოკაციური ხერხი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, სეზონის განმავლობაში ჩატარებული სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოების ეფექტურობის შემოწმება.

Relevância:

80.00% 80.00%

Publicador:

Resumo:

გეოფიზიკის ინსტიტუტში შექმნილია კომპაქტური (1 კგ.) მაღალი ძაბვის (1200 ვოლტამდე) დენის წყარო ელექტროძიებისათვის. დენის წყაროს გამოცდამ საველე პირობებში დაადასტურა მისი მაღალი ეფექტურობა.

Relevância:

80.00% 80.00%

Publicador:

Resumo:

შრომაში განხილულია ოზონის საერთო რაოდენობის (ოსრ) სეზონური ვარიაციების ხასიათის დაზუსტება მზე-დედამიწის კავშირების პრობლემის ასპექტში. ამისათვის ოსრ-ის წლიური ვარიაციები დაყოფილ იქნა ორ ნაწილად: 1. „ნორმალური“, რომელიც გამოსახულია სონუსიოდალური ტალღის სახით. 2. „ანომალური“ , როცა ოსრ-ის წლიური ვარიაცია არსებითად განსხვავებულია „ნორმალური“ ფიზიკური რეჟიმისაგან.

Relevância:

80.00% 80.00%

Publicador:

Resumo:

1. შემოთავაზებულია გეომაგნიტური ველის გენერირების, დედამიწის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის და ელიპსურ ორბიტაზე მზის გარშემო მოძრაობისას, ახალი შესაძლო პერმანენტულად მოქმედი მექანიზმი, დაკავშირებული სტიუარტ ტოლმენის ელექტრომაგნიტურ ეფექტთან დედამიწის აჩქარებული და შენელებული მოძრაობის დროს. 2. შემოთავაზებულია მიწისძვრების სტიმულირების შესაძლო მექანიზმი, განპირობებული დედამიწის ფორმის და მასათა განაწილების ასიმეტრიით. განხილული მოძრაობების, დეფორმაციების, სხვადასხვა სახის გეოდინამიკური, მიმოქცევითი და ტალღური მოძრაობების ოკეანეებსა, დედამიწის მყარ ქერქსა და თხევად ბირთვში, ასიმეტრიით და ბრტყელ ზედაპირთან სრული და ელიპსოიდალური ზედაპირების შეუთავსებლობით, როდესაც დეფორმაციებს არა აქვთ ადგილი.