1 resultado para 727

em Georgian Library Association, Georgia


Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

გეოფიზიკის ინსტიტუტში ატმოსფეროს ფიზიკის დარგში წარმოდგენილია გეოფიზიკის ინსტიტუტში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ატმოსფეროს ფიზიკის დარგში ნამუშევრების მოკლე მიმოხილვა. აღნიშნულია ინსტიტუტის მიღწევები საქართველოში კლიმატის ცვლილების, ატმოსფეროს აეროზოლური და გაზური დაჭუჭყიანების, სეტყვის ღრუბლების რადიოლოკაციურო მახასიათებლების და ა.შ. კვლევებში. შემოთავაზებულია უახლოესი 10 წლისათვის ხსენებული სამუშაოების განვითარების სტრატეგია, რომელიც შეიცავს ფუნდამენტურ, გამოყენებით და ტექნოლოგიურ მიმართულებებს, აგრეთვე სასწავლო-საგანმანათლებლო მოღვაწეობას. გათვალისწინებულია ბუნებრივი და ანტროპოგენური წარმოშობის საშიში მეტეო-გეოფიზიკური პროცესების ნეგატიური ზემოქმედებისაგან ეკოსისტემების მოწყვლადობის შესწავლა, ამ ზემოქმედების ეფექტების შერბილების მეთოდების დამუშავება და სრულყოფა, კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზების ცოდნის გაღრმავება და ამ ცვლილებების პროგნოზირება, სასარგებლო ბიოკლიმატური რესურსების გამოვლენა და სხვა საკითხები.