3 resultados para 7140-241
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
შესწავლილია აღმოსავლეთ საქართველოს კახეთის რეგიონის ერთუჯრედიანი კონვექციური ღრუბლების რადიოექოს სტრუქტურა და განვითარების დინამიკა. გაანალიზებულია 352 ერთუჯრედიან ღრუბლებზე რადიოლოკაციური დაკვირვების მასალა და დადგენილია ასეთი კლასის ღრუბლების რადიოლოკაციური მახასიათებლების საშუალო და ექსტრემალური მნიშვნელობები.
Resumo:
მკვლევარების რამდენიმე თაობამ შეასრულა ტიტანური სამუშაო ატმოსფერული ელექტრობის შესწავლის მიზნით. მათ დააგროვეს კოლოსალური რაოდენობის ინფორმაცია, მაგრამ პრობლემები საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. გამოსავალი მდგომარეობიდან ძიების მეთოდოლოგიის შეცვლაშია. პარადიგმა, რომელიც დამკვიდრებულია თანამედროვე მეცნიერებაში, არ შეიცავს პრობლემების ამოხსნას. სტატიაში წარმოდგენილია პარადიგმა, რომელსაც აქვს პრეტენზია არსებული პრობლემების ამოხსნაზე. ის ჩამოყალიბებულ იქნა ადრე გამოქვეყნებულ სტატიებშიც, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ გაუვლია საფუძვლიანი შემოწმება და რჩება ჰიპოთეზად.
Resumo:
განიხილება მაგნიტოჰიდროდინამიკური არამდგრადობის წრფივი თეორიის ზოგიერთი შედეგი კელვინ-ჰელმოლცის კუმშვადი პლაზმის არამდგრადობის შემთხვევისათვის, რომელთა სარწმუნოობა არ უნდა იწვევდეს ეჭვს.