4 resultados para 7039-104

em Georgian Library Association, Georgia


Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

წარმოდგენილია შავი ზღვის რეგიონალური ცირკულაციის, ტემპერატურისა და მარილიანობის ველების ზოგიერთი პროგნოზის შედეგი შავი ზღვის საქართველოს სექტორისათვის. პროგნოზის გათვლისათვის საჭირო მონაცემები – საწყისი სამგანზომილებიანი ველები და პროგნოზული ველები თხევად საზღვარსა და ზღვის ზედაპირზე მიიღება ოპერატიულად ინტერნეტის საშუალებით ზღვის ჰიდროფიზიკის ინსტიტუტიდან. გათვლილი პროგნოზების შედეგების ანალიზმა აჩვენა რომ მოდელის გარჩევისუნარიანობის მაღალი ხარისხი მნიშვნელოვანი ფაქტორია ზღვის სანაპირო ზოლში ფორმირებული მცირე ზომის გრიგალების იდენტიფიკაციისათვის.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

წიგნში განხილულია გენდერული პრობლემატიკა თანამედროვე პოლიტიკურ თეორიაში, ქალთა პოლიტიკური უფლებების კონცეფციის განვითარება, ქალთა პოლიტიკური უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეოვნულ სამართლებრივ მექანიზმები. წარმოდგენილი საკითხები გაშლილია თოთხმეტ თემად. ეს თემებია: წალთა მონაწილეობა პოლიტიკაში, გენდერული პარამეტრები პოლიტიკურ პარტიებში, საქართველოს საარჩევნო სისტეი გენდერული ასპექტები, სპეციალური დროებითი ზომები პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გაზრდის სტრატეგიები, სისტემებისა და ორგანიზაცისბის გენდერული პოლიტიკა, მასმედიის გენდერული პოლიტიკა, სახელმწიფო პოლიტიკა გენდერული და საქთა პრობლემების სფეროში, გენდერული ბიუჯეტი, გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფისკენ მიმართული პოლიტიკის განხორციელება საქართველოში და რეგიონალურ დონეზე, გენდერული სტატისტიკა, გენდერული მეინსტრიმინგი, გენდერული ანალიზი: ცნების დეფინიცია და გენდერული ანალიზის ინსტრუმენტები.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

წარმოდგენილია მონაცემები თბილისის ჰაერის მიწისპირა ფენაში 2010-2011 წწ. მსუბუქი იონების ჯამური კონცენტრაციის შესახებ.შესწავლილია ატმოსფეროში მსუბუქი იონების კონცენტრაციის თვიური და დღიური სვლა. აგებულია მსუბუქი იონების კონცენტრაციის განაწილების ფუნქცია წლის სხვადასხვა სეზონისათვის.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador: