2 resultados para 434
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
მაგნიტოტელურული ველის ფიზიკური მოდელირების შედეგები, განსაზღვრული ფორმის ინტრუზიული სხეულებისათვის, დამუშავებულია კომპიუტერული გრაფიკის საშუალებით. დადგინდა, რომ მკვეთრად შემოკონტურდება დღიური ზედაპირის იმიტაციით გადაფარული განსაზღვრული ფორმის სხეულების მდებარეობის საზღვრები. განსხვავებული გეომეტრიის მქონე მოდელების, ელექტრომაგნიტური ველის მდგენელების სივრცულ გრაფიკებზე გამოვლენილია მათთვის დამახასიათებელი განსხვავებები.
Resumo:
წარმოდგენილია ჰაერის ექვივალენტურ - ეფექტური ტემპერატურის (ჰაერის ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობის და ქარის სიჩქარის კომბინაცია) საშუალო თვიური მნიშვნელობების და მაგნიტური ქარიშხლების თვიური ხანგრძლივობის ქ. თბილისის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის გამოკვლევის შედეგები.