3 resultados para 378.197
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
წარმოდგენილია თბილისში 2009 წლის ივნისიდან 2010 წლის ივნისამდე ჰაერის მიწისპირა ფენაში რადონის და სუბმიკრონული აეროზოლების კომპლექსური მონიტორინგის ზოგიერთი წინასწარი შედეგი.
Resumo:
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებული ვერსიის გამოჩენა შესაძლებლობას იძლევა საიმისოდ, რომ გადავხედოთ საქართველოს ოფიციალურ შეხედულებას უსაფრთხოების შესახებ და შევაფასოთ ქვეყნის დამოკიდებულება საშინაო თუ საგარეო უსაფრთხოების გარემოსადმი;სტატია, პირველ რიგში, განიხილავს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვის გარემოებებს. შემდეგ ჩამოთვლილია კონცეფიციის პოზიტიური ასპექტები. ანალიზის ძირითადი ნაწილი მოიცავს ხუთ პრობლემატურ საკითხს. პირველი არის შიდა არასტაბილურობის შესაძლებლობა, რომლის შესახებ კონცეფციაში არაფერია ნათქვამი. მეორე საკითხი ეხება გლობალიზაციისა და ურთიერთდამოკიდებულების უსაფრთხოების ასპექტებს. მესამე საკითხი მოიცავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ საფრთხეებს, კერძოდ კი, მთიანი ყარაბახის კონფლიქტს და არასტაბილურ მდგომარეობას ჩრდილოეთ კავკასიაში. მეოთხე საკითხი არის რუსეთისგან მომავალი საფრთხე. ბოლოს, განხილულია საქართველოს დასავლური ორიენტაცია.
Resumo:
ტორნადო ბუნების უძლიერესი და საიდუმლოებთ მოცული მოვლენაა. მისი წარმოქმნის მექანიზმის ახსნის მიზნით დაშვებული იქნა, რომ ატმოსფეროში არსებობს უცნობი ფაქტორი, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ როგორც გრიგალური ელექტრული ველის მიერ შექმნილი ტორისმაგვარი სტრუქტურა. ის შედგება ელექტრული ველის დაძაბულობის ნაკადის ქვანტებისაგან და იმყოფება წონასწორობის მდგომარეობაში ატმოსფერული ელექტროსტატიკური ველის პოტენციალურ ”ტომარაში”. ჩვენ მას ვუწოდეთ სახელი ”ტორონო”. ცენტრალურ ნაწილში მას აქვს შდარებით მკვრივი ბირთვი, რომელიც ურთიერთქმედებს ჰაერთან და აღაგზნებს მძლავრ გრიგალურ მოძრაობას. მოდელი ხსნის ტორნადოს თვისებებს ხარისხობრივად და რაოდენობრივად.