3 resultados para 341.488
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
ნაშრომში წარმოდგენილია ქ. თბილისის ტერიტორიაზე აღებული ზოგიერთი ქანის სითბოგამტარობის, ტემპერატურაგამტარობის და მოცულობითი სითბოტევადობის ექსპერმენტული განსაზღვრის შედეგები. შესწავლილია ნიმუშების წყალშემცველობის გავლენა შედეგების საიმედოობაზე. ნაჩვენებია, რომ ნიმუშების მხოლოდ პარაფინირება არ არის საკმარისი მათი ბუნებრივი წყალშემცველობის შენარჩუნებისათვის. აუცილებელია ექსპერიმენტის წინ საცდელი ნიმუშების დასველება გარკვეული დროის განმავლობაში.
Resumo:
დამუშავებულია თბოელექტროსადგურების გამონაბოლქვი აირების მტვრისა და გოგირდოვანი ანჰიდრიდისაგან გაწმენდის მეთოდი. ამ მიზნით გამოყენებულია ქვანახშირის წვის შედეგად მიღებული მყარი ნარჩენების სუსპენზია, რომლის კონცენტრაცია შეადგენს 30-40 გ/ლ. მძიმე მეტალების მოცილების მიზნით ხსნარს ემატება 1,5-2,0 გ/ლ კონცენტრაციის ბარიუმის სულფიდის ხსნარი.
Resumo:
გეოფიზიკის ინსტიტუტში შექმნილია კომპაქტური (1 კგ.) მაღალი ძაბვის (1200 ვოლტამდე) დენის წყარო ელექტროძიებისათვის. დენის წყაროს გამოცდამ საველე პირობებში დაადასტურა მისი მაღალი ეფექტურობა.