5 resultados para 341.123

em Georgian Library Association, Georgia


Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

კიტა (ივანე) აბაშიძე (1870 - 1917 ) იყო ცნობილი ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქართული ლიტერატურის განვითარებაზე. კიტა აბაშიძის ფუნდამენტურმა ნაშრომმა „ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ“ საფუძველი ჩაუყარა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის მეცნიერულ შესწავლას.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ნაშრომში წარმოდგენილია ქ. თბილისის ტერიტორიაზე აღებული ზოგიერთი ქანის სითბოგამტარობის, ტემპერატურაგამტარობის და მოცულობითი სითბოტევადობის ექსპერმენტული განსაზღვრის შედეგები. შესწავლილია ნიმუშების წყალშემცველობის გავლენა შედეგების საიმედოობაზე. ნაჩვენებია, რომ ნიმუშების მხოლოდ პარაფინირება არ არის საკმარისი მათი ბუნებრივი წყალშემცველობის შენარჩუნებისათვის. აუცილებელია ექსპერიმენტის წინ საცდელი ნიმუშების დასველება გარკვეული დროის განმავლობაში.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

წიგნი წარმოადგენს სალექციო კურსს, რომელშიც განმარტებულია სამოქალაქო საზოგადოების ცნება ინსტიტუციონალური მიდგომის პოზიციიდან და განხილულია ცნების ევოლუცია ისტორიაში. ავტორი ასევე, განიხილავს საზოგადოებრივი კაპიტალის ცნების პანტემისეულ დეფინიციასა და ტოკვილის ნაშრომს ”დემოკრატია ამერიკაში”. გარდა ამისა, წიგნში მოცემულია ისეთი თემები, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს შესახებ თანამედროვე თეორიები, დემოკრატიის სამი პოლიტიკური ტრადიცია, პოლიტიკურის დისკურსული განმარტება და სამოქალაქო საზოგადოება, ჰაბერმასის საჯარო სივრცის სტრუქტურული ტრანსფორმაცია, სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში, მასმედიის სისტემები და საქართველოს მასმედია, გლობალური სამოქალაქო საზოგადოება.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

წარმოდგენილია საქართველოში სეტყვიანი დღეების რიცხვის სტატისტიკური მახასიათებლები 123 მეტეოლოგირი სადგურების 1941-1990 წლების თბილი პერიოდებისათვის. მიღებულია ემპირიული დამოკიდებულება სეტყვიანი დღეების რიცხვისა და ადგილის სიდიდეებს შორის. ჩატარებულია სეტყვიანობის სტატისტიკური მახასიათებლების თავისებურებანი საქართველოს 15 კლიმატური რაიონისათვის. შესწავლილია სეტყვიანობის განმეორადობები ზემოთ აღნიშნული რაიონებისათვის.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

გეოფიზიკის ინსტიტუტში შექმნილია კომპაქტური (1 კგ.) მაღალი ძაბვის (1200 ვოლტამდე) დენის წყარო ელექტროძიებისათვის. დენის წყაროს გამოცდამ საველე პირობებში დაადასტურა მისი მაღალი ეფექტურობა.