1 resultado para 333-C0012F
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
ყუმისთავის კარსტული მღვიმე შესწავლილია ძიების ელექტრომეტრული მეთოდებით – ვერტიკალური ელექტრული ზონდირება, სიმეტრიული ელექტროფილირება, ბუნებრივი ელექტრული ველის მეთოდი. გამოკვლევების შედეგები ერთმანეთს კარგად ემთხვევა. ჩატარებული კვლევების შედეგად მღვიმეში და მის გასწვრივ დღიურ ზედაპირზე გამოვლენილია ნაპრალთა სისტემები, რომლებიც ქმნიან საკმაოდ მძლავრ გათხიერებულ ზონებს და გამოყოფენ სხვადასხვა სიდიდის გავრცელების ბლოკებს. ყუმისთავის კარსტული მღვიმე ექსპლუატაციის თვალსაზრისით საკმაოდ მაღალი რისკის ობიექტს წარმოადგენს.