3 resultados para 290
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
თბილ ნისლებზე ზემოქმედების მიზნით დამუშავებული იქნა ტექნოლოგია და მეთოდიკა წვრილდისპერსული ნახშირბადოვანი ადსორბენტის მასალებად მექანოქიმიური აქტივაციის გზით
Resumo:
გარდატეხილი ტალღების კორელაციური და არეკვლილი ტალღების საერთო სიღრმული წერტილის მეთოდების მიხედვით აგებულია ლისი-დუშეთის პროფილის სეისმოგეოლოგიური ჭრილი. მასში გამოყოფილი ჰორიზონტების ასაკობრივი დონეები და ლითოფაციალური აგებულება, ძირითადად, განსაზღვრულია ლისისა და ბიწმინდის ჭაბურღილების მონაცემებით. ამასთან, ჭრილი სეისმოტომოგრაფიულად მიბმულია შინდისისა და ქიწნისის ჭაბურღილებთან. აგებულია ლისი-დუშეთის პროფილის სეისმოტომოგრაფილი ჭრილი, სადაც ნათლად გამოიყოფა დანალექი ფორმაციების სიმძლავრეები და გავრცელების კონტურები, რაც კარგ თანხვედრაშია სეისმოგეოლოგიურ ჭრილთან.
Resumo:
აგებულ იქნა წელიწადში ელჭექიანი დღეების საშუალო განმეორებადობის საქართველოს ტერიტორიაზე განაწილების რუკა. განხორციელდა დედამიწაზე ელვების განმუხტვის სიმკვრივის შეფასება ყველა მეტეოსადგურისა და საქართველოს 12 ადმინისტრაციული რეგიონისათვის. შესწავლილ იქნა ელჭექების აქტივობის დამოკიდებულება ადგილის სიმაღლეზე.