5 resultados para 233
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
გამოკვლეულია ატმოსფერული ნალექების ჯამურ მინერალიზაციაზე მიწისპირა ჰაერის ტემპერატურის გავლენა. შედგენილია ასეთი დამოკიდებულების რეგრესიის განტოლება მეოთხე რიგის პოლინომის სახით. გამოთვლილია აპროქსიმაციის საიმედობის კოეფიციენტი და კორელაციის ინდექსი.
Resumo:
ჩვენი რეგიონისთვის დადგენილია თანაფარდობა რადიოლოკაციურ ამრეკვლადობას (Z) და სუსტი და ძლიერი ატმოსფერული ნალექების ინტენსივობას (I) შორის. გამოთვლილია შესაბამისი მუდმივი კოეფიციენტების მნიშვნელობები. რადიოლოკატორით ნალექების ინტენსივობის გაზომვის სიზუსტის გაზრდის მიზნით შემოთავაზებულია მთელი დიაპაზონისთვის ვისარგებლოთ ჩვენს მიერ დადგენილი ერთი Z-I თანაფარდობით. შედგენილია Z-I თანაფარდობისათვის არაწრფივი აპროქსიმაციის მრუდი, რომლის გამოყენება აამაღლებს რადიოლოკაციური ამრეკვლადობის მიხედვით ნალექების ინტენსივობის განსაზღვრის სიზუსტეს.
Resumo:
საუბარია გეომაგნიტური ქარიშხლებისა (გქ) და კოსმიურ სხივებში ფორბუშ დაცემის (ფდ) ჯგუფების და საპლანეტათშორისო სივრცის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგენილ სხავა და სხვა კვლევების შედეგებზე.
Resumo:
თანამედროვე მეცნიერებისათვის ჯერ კიდევ ბოლომდე გაურკვეველია რეალური საფრთხე ელექტრომაგნიტური გამოსხივების ცოცხალ ორგანიზმებზე ზემოქმედებისა. თემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება მობილური ტელეფონებისა და ერთიანი მსოფლიო საკომუნიკაციო სისტემების სულ უფრო ფართო დამკვიდრებით ყოველდღიურ ცხოვრებაში. ზოგადი დამოკიდებულება ზემოქმედების რისკებისა გამოსხივების პარამეტრებზე ასე თუ ისე ნათელია; არაცალსახია ჯანმრტელობაზე ზემოქმედების გამოვლინებები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვიწოდებს ვიხელმძღვანელოთ „გონიერი შეზღუდვის პრინციპით“.
Resumo:
I წიგნი I-II + 1r – 141r Inc. [გმა]დლობ შნ ოო მმო მწყლბისო და ღო ყისა [ნუ]გეშინისცემისაო Des. რლ იგი იყო რს მოცქლთა იყო; II წიგნი 141v- 288v Inc. და მარადღე სწავლთაჲ უა ესმოდა და არა ინება სარგებლი Des. წო იე ოქროპირო მეოხ მექმენ წე ღსა ცუდვილსა (sic) ამმას და უნანელსა რ გაქს კადნიერებაჲ წე ღისა; სათაურები / თავები: I ხელნაწერი 1. 1r-8v ზიარებისთს თქუმლი ისა ბსლისი 2. 8v-12r ლცვჲ ზიარებისთს, თქმლი წისა ინე ოქრპირსჲშდ უმეტესად კხვასა 3. 12v-13r შდ ზიარებისა წისა იე ოქროპირისჲვე 4. 13r-14r სხჲ ლცვჲ ოქროპირისჲვე 5. 14v-15v ებისტოლე ავგრზ მთვრისჲ რი მიუწერა ოს ჩნსა იჳ ქესა 6. 15v-17v ეპისტოლე ოისა ჩნისჲ იჳ ქესი ელ მიუწერა ავგრზ მთავრსა და მიუუანა ჴლითა ანანიაჲსითა 7. 23v-24vლცვჲ წისა გგლისი 8. 24v-26r სხჲ ლცვჲ წისა გგლისი 9. 26r-27v საქმე მოციქლთა საკითხვი 10. 27v-29r სხბჲ ინეს თავი ა 11. 29r-30r სხბჲ მთესი 12. 30r-v სხბჲ მრკზისი II ნაწილი 1. 31r-203, 242-266 მათეს სახარების განმარტებები 2. 204v-233 თქმლი წდისა იოვნე ოქროპირისჲ სინანულისა თს და ქლწლებისა და მოთმინებისა თს 3. 234r-241v თქმლი იოვნე ოქროპრისჲ დღისა მის თჳს მეორედ მოსლვისა ოისა 4. 266v-275r დიდსა პარასკევსა საკითხავი ვნებისა თჳს და სიკუდილისა მოსაჴსენებელი მცხვრისა ჩნისა იჳქესითქმლი ანანია ებრაელისჲ დასისა ფნ შჯლის მეცნიერისა ხელნაწერი დეფექტურია, პაგინაცია ასოებრივ–რვეულებრივი, პაგინაციის მიხედვით აკლია ფურცლები